კანონი, მედია და ჯანმრთელობა
მიმართულების მიზანია განავითაროს და ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოში, საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლებას, ჯანდაცვისა და ადამინის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორზანიზაციათა თანამსრომლობას, მარგინალური ჯგუფების უფლებათა დაცვას.
ჯანდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესემლად მიმართულება 2011-2012 წლიბში გააგრძელებს მუშაობას შემდეგ პრიორიტეტებზე:
- სამართლებრივი და ჯანდაცვის სერვისების ინტეგრაცია
- ადამიანის უფლებები და პაციენტზე მზრუნველობა
- ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებების საკითხების გაშუქება მედიაში
- ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგი
ფსიქიკური ჯანმრთელობა
ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების უფლებების დავცას, მათ სრულფასოვან ცხოვრებას და აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. ინიციატივის ძირითადი მიზანია შშმ პირთა სოციალური ინტეგრაცია, რასაც ფონდი ინსტიტუციების ალტერნატიული (მაგ.: თემზე დაფუძნებული) სამსახურების განვითარების ხელშეწყობის გზით განახორციელებს. შესაბამისად, 2011-2012 წლისათვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის ინიციატივა შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებს მოიცავს:
- განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა;
- ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია და თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარების ხელშეწყობა:
- სოციალურ თანასწორობის ადვოკატირება;
ზიანის შემცირება
ზიანის შემცირების პროგრამის მიზანია ნარკოტიკების საინიექციო მოხმარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის (მათ შორის აივ-ის გავრცელებასთან დაკავშირებული) ზიანის შემცირება. პროგრამა ახორციელებს საადვოკაციო საქმიანობებს, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოტიკების მომხმარებლების სტიგმატიზაციის შემცირებას და მათი ადამიანის უფლებების დაცვას. ფონდის ინტენციაა, შემცირდეს ის ზიანი, რაც ნარკოტიკების მოხმარებას ახლავს თან და ასევე განხორციელდეს სხვადასხვა ტიპის სოციალური ინტერვენცია, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები, პოლიციის მხრიდან ძალადობის, სამეცნიერო მტკიცებულებების დამახინჯების ფაქტები და ჯანდაცვის სამსახურების ხელმისაწვდომობის სიმწირე.
ზიანის შემცირების პროგრამის პრიორიტეტებად რჩება:
- ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარება ზიანის შემცირების დარგში პოლიტიკის ანალიზისა და საადვოკაციო საქმიანობების განსახორციელებლად.
- ახალი და ,,სამოდელო" სერვისების მხარდაჭერა, (ჰეპატიტი ც და ზედოზირების პროფილაქტიკის საკითხები, ქალები და პატიმრები, სტრატეგიული სამართალწარმოება)
პალიატიური მზრუნველობა და ძირითადი სამკურნალო საშუალებებზე (ე.წ. ესენციალურ მედიკამენტებზე) ხელმისაწვდომობა
ფონდის პრიორიტეტად რჩება ინკურაბელური პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ტკივილის ეფექტური მართვის ადვოკატირება და პოპულარიზაცია, როგორც პროფესიულ დონეზე ასევე, განსაკუთრებით ფართო საზოგადოებაში.
ასევე გაგრძელდება მუშაობა ძირითადი სამკურნალო საშუალებების (ე.წ. ესენციალური მედიკამენტების) ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისათვის, განსაკუთრებული აქცენტით კი მარგინალურ ჯგუფებზე. აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია სამოქალაქო საზოგადოების კომპეტენციის განვითარებით აღნიშნულ დარგში საადვოკაციო საქმიანობებისა და კამპანიის განსახორციელებლად. მხარდაჭერილი იქნება ისეთი საქმიანობები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ასეთი სახის მედიკამენტების ხელმისაწვდომობა.