ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა
 

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ არამომგებიან, არაკომერციულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ღია და თავისუფალი საზოგადოების შექმნასა და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებაში. პროექტების შემოტანა ხდება როგორც კონკურსის, ასევე ღია კარის წესით.

ორგანიზაციიდან ორი ან მეტი საპროექტო განაცხადის შემოტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული პროექტი წარმოდგენილი იქნება ამ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება განმცხადებელს შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუ მიმდინარე მომენტში, ფონდის დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს. ასეთ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს განხორციელებული პროექტისაგან განსხვავებულ სფეროს, ანუ მისი განხორციელება შინაარსობრივად არ უნდა უკავშირდებოდეს ფონდის მიერ უკვე დაფინანსებულ პროექტს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს, რომ ახალი პროექტის დაწყება ხელს არ შეუშლის უკვე დაფინანსებულის შესრულებას და დამატებითი სამუშაო რესურსის მოძიებას.

 

ႩႭႬႩႳႰႱႤႡႨ

სხვა კონკურსები