ადამიანის უფლებები
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემა უმნიშვნელოვანესია მთავრობის ანგარიშვალდებულებისთვის ყველა დონეზე. მოქმედი სტრატეგია ითვალისწინებს იმ კანონპროექტებისა და რეფორმის კონცეფციების მიღებას, რომლებიც ინიცირებულია ფონდის მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში ჩადენილი უკანონო ქმედებების საპასუხოდ, მათ შორის ციხეებში წამება და ძალადობრივი საპოლიციო და საპროკურორო ქმედებები. ამდენად, 2017-2020 წლებში ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამა გააგრძელებს საქმიანობას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტებს და ინიციატივებს, რომლებიც დაეფუძნება სიღრმისეულ ექსპერტიზას, ადვოკატირების ეფექტური მექანიზმების გამოყენებასა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის მიმართულებით. კერძოდ, აქ მოიაზრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირება; სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური რეფორმა; ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან და სისხლის სამართლის პროცესში შეჯიბრებითობის უზრუნველყოფა. ვიმუშავებთ საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერაზე საქართველოში, დავეხმარებით საქართველოში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომ ჩაერთონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს სამართალწარმოებაში. მხარს დავუჭერთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით. წამებისა და არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრა რჩება ფონდის პრიორიტეტად მომდევნო სამი წლის მანძილზე. გავაგრძელებთ მუშაობას არაადამიანური პრაქტიკის პრევენციისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების ადგილებში; მხარს დავუჭერთ დამოუკიდებელი მექანიზმის შექმას წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიზნით. |
PROGRAMSႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ
ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႩႭႬႩႳႰႱႤႡႨ
ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႮႳႡႪႨႩႠႺႨႤႡႨ
|