საგრანტო კონკურსი 'დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი'

 

საგრანტო კონკურსი "დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი"


პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 ივნისი, 2009 .

კონსულტაციები გაიმართება 15, 22, 29 ივნისს 15:00-ზე ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის . 10, . თბილისი, საქართველო 0108, ან ტელეფონით.

ფონდი შეატყობინებს კონკურსის შედეგებს ყველა განმცხადებელს ივლისის შუა რიცხვებში. 

პროექტის მიზნები და ამოცანები:

საკონკურსო პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზედამხედველობით 2008 წელს დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგს.

 პროექტი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ამოცანებს

      - შსს-ს ზედამხედველობის ქვეშ დევნილთათვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგი;

      - თითოეული სახლის მშენებლობის რეალური ფასის/ღირებულების შედარება შსს-ს განცხადებულ ფასთან/ღირებულებასთან;

     - შსს-ს განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგი და ა.შ.;

     - აშენებული სახლების ხარისხისა   და დევნილების საცხოვრებელი პირობების (გაზით, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფის ჩათვლით) შეფასება. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს  სამოქალაქო ზედამხადველობის ეფექტური მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობას და სიღარიბის დაძლევასა და მმართველობის გაუმჯობესებას  საჯარო რესურსების მართვის ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მეშვეობით. 

პროექტის გუნდის სავალდებულო წევრები:
აუცილებელია პროექტში მონაწილეობდნენ შემდეგი პროფესიის წარმომადგენლები: მშენებელ-ინჟინრები და/ან არქტიტექტორები, ეკონომისტები. 

პროექტის ძირითადი პარტნიორები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ხაზინა, პარლამენტი (საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი), კონტროლის პალატა, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, დევნილები, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და ქვეყნები, მედია. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს და/ან საინიციატივო (ექსპერტთა) ჯგუფებს. მისასალმებელია კონკურსში პროფესიული გაერთიანებების (მაგ. არქიტექტორთა, მშენებელთა პროფესიული ჯგუფები) მონაწილეობა.

პროექტის წარმოდგენა:

- განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით (http://www.osgf.ge);

- პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

- განმცხადებელ ორგანიზაციას ან საინიციატივო ჯგუფის წევრებს უნდა ჰქონდეთ   სათანადო განათლება და სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება საჯარო ფინანსების, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მშენებლობის მონიტორინგის სფეროში;

- განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია ადრე განხორციელებული ანალოგიური პროექტების შესახებ;

- პროექტს უნდა დაერთოს ამ სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების 2 სარეკომენდაციო წერილი;

- განმცხადებელს/ორგანიზაციას აქვს უფლება ამ კონკურსში წარმოადგინოს  არაუმეტეს 1 პროექტისა;

- პროექტი უნდა წარმოადგინოთ 3 ეგზემპლარად.  

კონკურსის გამოცხადების საფუძველი:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" პარტნიორ ორგანიზაებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ფარგლებში აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო დახმარების მონიტორინგში, რომლის გამოყოფაზე დონორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა გადაწყვეტილება მიიღეს 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე. კოალიციის მიზანია ხელი შეუწყოს აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარების გამჭვირვალობას; მთავრობის მხრიდან ანგარიშვალებულების ზრდას და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საერთაშორისო დახმარების მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, და საინიციატივო ჯგუფებისათვის საქართველოს მთავრობის მიერ აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობისთვის აშენებული საცხოვრებელი სახლების მონიტორინგის ჩასატარებლად. 

დევნილების სახელმწიფო დახმარება მრავალეტაპობრივია. ამ ეტაპზე უკვე გამოყოფილია თანხები ახალი სახლების ასაშენებლად 23 000 დევნილისთვის.დევნილებისთვის სახლების აშენება და ამ პროცესის მართვა დაევალა შსს-ს . შსს-ს ცნობით დღეისათვის დასრულებულია დაახლოებით 4 000 ახალი სახლი, თითოეული შენობის ღირებულება შეადგენს 28 200 ლარს და დღეისათვის დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად დაიხარჯა 242 მლნ. ლარზე (145 მლნ. აშშ დოლარი) მეტი (ამაში შედის აშენება, სარემონტო სამუშაოები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები).  

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები