ფონდის 'ღია საზოგადოება – საქართველო' სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა იღებს აპლიკაციებს ტრენინგის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან


ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა იღებს აპლიკაციებს ტრენინგის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგ-საჭიროებების შესწავლას, რის შემდეგაც ფონდი ეცდება დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ტრენინგების გავლაში.

ამ მიზნით, ფონდი იღებს აპლიკაციებს ტრენინგის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

მოცემული ინიციატივის სამიზნე ჯგუფებად მოიაზრებიან როგორც დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე განვითარებული ორგანიზაციების ნაკლებგამოცდილი წევრები, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების სურვილი, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის ტრენინგებზე.

შემოსულ აპლიკაციათაგან ფონდი პირველ ეტაპზე შეარჩევს კანდიდატებს, რომლებთანაც ტესტირება და გასაუბრება ჩატარდება, რის შემდეგაც მოხდება კანდიდატების საბოლოო შერჩევა. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაზე მიიწვევენ.  

კანდიდატთა შერჩევის შემდეგ, ფონდი კონკურსის წესით შეარჩევს საქართველოში მოქმედ ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც ტრენინგების მოწყობაში არიან სპეციალიზირებული და გამოყოფს დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად.

ტრენინგები ჩატარდება 2009-2010 წლების ზამთარში.

შენიშვნა: ფონდი არ იძლევა გარანტიას, რომ ყველა შერჩეული კანდიდატის ინტერესი, კონკრეტული ტრენინგის მიმართ, დაკმაყოფილდება, ვინაიდან ეს დამოკიდებულია იმ საპროექტო წინადადებების ხარისხზე, რომლებსაც ტრენინგების მოწყობაში სპეცილიზირებული ორგანიზაციები წარმოადგენენ. ამავე დროს, თუკი 2009-2010 წლების ზამთარში ვერ მოხერხდება ყველა შერჩეული კანდიდატისათვის ტრენინგის ჩატარება, ფონდი გააგრძელებს ძალისხმევას ამ კანდიდატთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

განაცხადების წარმოდგენა

 მსურველებმა ფონდის "ღია საზოგადოება -- საქართველო" ოფისში (მისამართი: ქ. თბილისი, ჭოველიძის 10) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2009 წლის 15 ივლისი, 17:00 საათი.  

საკონტაქტო პირი: ვახტანგ კობალაძე, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი. ტ. 25-05-92, 25-04-63. ელფოსტა: vakhtang@osgf.ge

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები