ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ფონდი 'ღია საზოგადოება - საქართველო' და ასოციაცია 'უფლება ჯანმრთელობაზე' აცხადებენ ერთწლიანი სტიპენდიის პროგრამას პრაქტიკოსი და ახალ კურსდამთავრებული იურისტებისთვის კანონის, ადამიანის უფლება


ღია საზოგადოების ინსტიტუტიკანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივაფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო»ასოციაცი «უფლება ჯანმრთელობაზე»სტიპენდია კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში.

ღია საზოგადოების ინსტიტუტის კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივა, ფონდი «ღია საზოგადოება - საქართველო» და ასოციაცია «უფლება ჯანმრთელობაზე» აცხადებენ ერთწლიანი სტიპენდიის პროგრამას პრაქტიკოსი და ახალ კურსდამთავრებული იურისტებისთვის კანონის, ადამიანის უფლებათა და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში..

კონტექსტი:

კანონი, ეთიკა და ადამიანის უფლებების დაცვის ნორმები წარმოადგენს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. ღია საზოგადოების ინსტიტუტის მოღვაწეობამ მარგინალური ადამინების სახელით - ნარკოტიკების ინექციის გზით მომხმარებელნი, აივ დაავადებულნი, სხეულით მოვაჭრენი, და სხვა ეთნიკური უმცირესობები - აჩვენა, რომ ჯანდაცვის სისტემა უფრო ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს დასჯის, ძალადობის, თანხმობისა და კონფიდენციალობის ადმიანის ძირითადი უფლებების დარღვევის ადგილი, ვიდრე მკურნალობისა და ზრუნვის. ამავდროულად, ხშირად ექიმებს და ჯანდაცვის მომწოდებლებს არ შესწევთ უნარი, გაუწიონ პაციენტებს მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ან, არ იციან, როგორ გამოიყენონ ეთიკის და ადამიანის უფლებათა დაცვის ნორმები თავიანთ საქმიანობაში. გაჩნდა ჯანდაცვის გარემოში ადამიანის უფლებების ინდივიდუალური და სისტემური დარღვევის წინააღმდეგ სამართლებრივი და ადმინისტრაციული ღონისძიებების საჭიროება და ამავდროულად, პაციენტის მომსახურებაში ნორმატიული პრინციპების არა-სადამსჯელო მექანიზმების შემოღების აუცილებლობა. ამ ხარვეზის გამოსწორება შეუძლია ადამიანის უფლებებსა და ჯანდაცვის საკიხებში ექსპერტიზის მქონე იურისტების ახალ თაობას. 

საქართველოში კანონისა და ჯანმრთელობის ინიციატივის მნიშვნელოვანი პროექტია პრაქტიკოსთა სახელმძღვანელო პრინციპების სერიის გამოშვება და ვებ-გვერდი, რომელიც შექმნილია პაციენტთა უფლებების დაცვით დაინტერესებული იურისტებისთვის. ეს არის პრაქტიკული სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავენ სასამართლო პროცესსა და ისეთ ალტერნატიულ მექანიზმებს, როგორიცაა ომბუდსმენი და სამედიცინო ლიცენზირების, პაციენტის და პროვაიდერის უფლებების და პასუხისმგებლობების შემსწავლელი ორგანოები ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. სტიპენდიანტმა უნდა უზრუნველყოს პრაქტიკოსის სახელმძღვანელო პრინციპების თანამედროვეობა, სახელმძღვანელო პრინციპების ირგვლივ იურისტების და მოსამართლეების ტრენინგების კოორდინირება და სახელმძღვანელო პრინციპების გამარტივება პაციენტებისთვის. სტიპენდიის მიზანია პაციენტის უფლებების დაცვის სფეროში ექსპერტიზის მქონე იურისტთა ახალი თაობის აღზრდის და ასევე, ამ სფეროთი დაინტერესებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსების განვითარების ხელშეწყობა. სტიპენდია მიზნად ისახავს, განავითაროს კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფერო ტრენინგების, მასალის დამუშავების და ქსელების შექმნის მეშვეობით. 

საქმიანობა:

კანდიდატი, რომელიც დაინტერესებულია კანონის, ადამინის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების სფეროში ექსპერტიზის შეძენით, იმუშავებს ასოციაციაში "უფლება ჯანმრთელობაზე', წინასწარ განსაზღვრული კანონისა დ ჯანდაცვის ინიციატივის და ფონდი ღია საზოგადოება - საქართვლოს მიერ. არასამთავრობო ორგანიზაციაში სტიპენდიანტს ეყოლება ზედამხედველი და იმუშავებს ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ამ სფეროში. სტიპენდიანტი ასოციაციასთან ერთან მონაწილეობას მიიღებს ერთობლივ საქმიანობაში. სამუშაო დაიწყება 2009 წლის ოქტომბერში და გასტანს 1 წელს შემდგომ გაგრძელების შესაძლებლობით.  

პასუხისმგებლობები:

სტიპენდიანტის მოვალეობები:
სახელმძღვანელო პრინციპების განახლებების კოორდინირება, რაც მოიცავს:
კანონების, ადამიანის უფლებების და პაციენტთან დაკავშირებული კანონების მიმდინარე მდგომარეობის, საერთაშორისო და ადგილობრივი სასამართლო შემთხვევების და პოლიტიკის განვითარების ცოდნა;
სახელმძღვანელო პრინციპების ირგვლივ კომენტარების და უკუკავშირის შეგროვება;
რეალური შემთხვევების შეგროვება და რეკომენდაციების მომზადება სახელმძღვანელო პრინციპებისთვის.ადგილობრივ კანონის და ჯანდაცვის ვებ-გვერდის კოორდინატორთან მუშაობა სახელმძღვანელო პრინციპების მასალის ირგვლივ;სახელმძღვანელო პრინციპებზე დაფუძნებული ტრენინგების კოორდინირება იურისტებისა და მოსამართლეებისათვის;
მოწყვლადი მოსახლეობისთვის სახელმძღვანელო პრინციპების გამარტივებული ვარიანტის მომზადებაში დახმარების გაწევა. სტიპენდიანტს შეიძლება ასევე დაევალოს მასპინძელი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარება კანონის, ადამიანის უფლებების და პაციენტის სამედიცინო მომსახურების ირგვლივ პროექტებში.
სტიპენდიანტს ასევე მოეთხოვება მისი საქმიანობების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება. 

კვალიფიკაცია:

აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში;
კანონმდებლობის სფეროში კვლევის უნარი და გამოცდილება;
ინგლისურ და ქართულ ენებზე კომუნიკაციის და წერის უნარი;
ორგანიზაციული უნარი და ყურადღება დეტალებისადმი;კომპიუტერის ცოდნა;
არასამთავრობო სექტორში და მოწყვლად ფენებთან მუშაობის გარკვეული გამოცდილება;
ინტერესი სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის სფორიში.  

განაცხადი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ ავტობიოგრაფია (ჩV) და მოკლე წერილი, რომელშიც აღწერენ გამოცდილებას და მოცემული სტიპენდიით დაინტერესების მიზეზს შემდეგ ელ.ფოსტებზე (გთხოვთ, გამოგზავნოთ ორივე მისამართზე): nkiknadze@osgf.ge და imanjavidze@yahoo.com  არაუგვიანეს 2009 წლის 26 სექტემბრის 12:00.
გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ "სტიპენდიანტი 2009". დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო კიკნაძე ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო

ტელ: +(99532) 25 05 92,+(99532) 25 04 63
ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.ge

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები