საგრანტო კონკურსი: 'დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში'

 

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო"

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს
"დემოკრატიული ღირებულებები ქართულ კულტურაში"

პრობლემის განსაზღვრა

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ქართული საზოგადოება დემოკრატიის მშენებლობას შეუდგა. თუმცა, რამდენად გააზრებულია ეს პროცესი? რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სწამს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს, რომ დემოკრატია ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის უალტერნატივო გზაა, რომ საერთოდ შესაძლებელია დემოკრატიის აშენება საქართველოში. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ როგორ არის გაგებული დემოკრატიის რაობა. არსებობს აზრი, რომ დემოკრატია მთლიანად დასავლური ფენომენია და ქართულ ყოფასთან, ტრადიციებთან, ზოგადად კულტურასთან არაფერი აქვს საერთო. შესაბამისად, გამოდის რომ უნდა უარვყოთ ყოველივე ეროვნული, თუკი დემოკრატიის აშენება და, შესაბამისად, კეთილდღეობა გვინდა. მაგრამ არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც, რომ დემოკრატია სწორედ ეროვნულ საფუძველზე უნდა აღმოცენდეს, რომ სწორედ მაშინ გახდება ეს სისტემა რეალურად მოქმედი, თუკი იმ კულტურული ღირებულებებიდან, მსოფლმხედველობიდან იქნება ამოზრდილი, რომელიც ქართულ თვითმყოფადობას განსაზღვრავს.

ბოლო 19 წლის მანძილზე ზემოაღნიშნულ საკითხებზე არაერთი მსჯელობა შემდგარა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოების უმრავლესობა რომელიმე მოსაზრებას ცალსახად უჭერს მხარს.  იმისათვის, რომ საზოგადოებამ მთლიანობაში მკაფიოდ განსაზღვროს ის, თუ რა გზით სურს განვითარება, ჩვენი აზრით, მას სჭირდება მეტი ინფორმაცია ქართული კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების ურთიერთმიმართებაზე.  

კონკურსის მიზანია  

დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია საქართველოში.

კონკურსის ამოცანაა

იმ დემოკრატიული ღირებულებების წარმოჩენა, რომლებიც გადმოცემულია ქართულ კლასიკურ, თუ ხალხურ ლიტერატურაში, ისტორიოგრაფიულ ნაწარმოებებში, სამართლის ძეგლებში, რომლებიც გვხვდება ეთნოგრაფიულ ტრადიციებში, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების შეხედულებებში თუ სხვა.

კონკურსში მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

კონკურსის პირობები

-კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ითვალისწინებდეს მოპოვებული მასალის ადეკვატური ფორმით (სოციალური რეკლამა, ფილმი, წიგნი, ბროშურა, სხვა.) მიწოდებას საზოგადოების ფართო წრისათვის.

-ფონდი განსაკუთრებით მიესალმება პროექტებს, რომელთა მიზნობრივ ჯგუფსაც არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც შეადგენს.

- პროექტების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

- პროექტი შემუშავებული უნდა იყოს ფონდის განაცხადის ფორმის მიხედვით. განაცხადის ფორმის მიღება შესაძლებელია ფონდის ოფისში, ასევე, ვებ-გვერდზე http://www.osgf.ge/

-პროექტი წარმოდგენილ უნდა იქნას 3 ეგზემპლარად.

-ყველა შემოსული პროექტი უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. დარეგისტრირებული მასალები ავტორებს აღარ უბრუნდება.

-გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა, პროექტს უნდა დაერთოს:

  • პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და ექსპერტების ბიოგრაფიები;
  • სფეროში მომუშავე ექსპერტთა 2 სარეკომენდაციო წერილი.

-დაუშვებელია კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის შემოტანა.

-დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან.

-ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს $ 25 000-ს.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის კონსულტაციები ჩატარდება  ფონდის ოფისში ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2009 წლის 11 დეკემბრის 17:00 საათამდე.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება  არაუგვიანეს 2010 წლის 10 თებერვლისა.

საკონტაქტო პირი:

ანი ახალკაცი, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი.

მისამართი: ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 25-04-63, 25-05-92. ფაქსი: 29-10-52.
ელფოსტა - ani@osgf.ge

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები