საკონსულტაციო პროგრამა: მათთვის, ვინც მიზნად ისახავს თავიანთი საქმიანობის სფეროში მაღალი ხარისხის, დაფინანსებადი პროექტების რაოდენობის გაზრდას. ვრცლად...

 

ღია საზოგადოების ინსტიტუტი
ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა

მამისამართი: ოქტომბრის ქ №6,
ბუდაპეშტი, უნგრეთი 

საკონსულტაციო პროგრამა
კონკურსი საქართველოს, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და თურქეთისთვის 



პროგრამის აღწერა:

ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს საკონსულტაციო პროგრამაზე, მათთვის, ვინც მიზნად ისახავს თავიანთი საქმიანობის სფეროში მაღალი ხარისხის, დაფინანსებადი პროექტების რაოდენობის გაზრდას. პროგრამა სთავაზობს ორი სახის დახმარებას: 

-ორგანიზაციებისა თუ ინდივიდუალური განმცხადებლებისთვის, რომლებიც დაფინანსებას ითხოვენ ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის გრანტის ფარგლებში: მოკლევადიანი კონსულტაციები, რომლებსაც უსაზღაუროდ გაუწევენ ამ პროგრამის კონტრაქტორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ინდივიდუალური პირები, მაქსიმალურად ეფექტური და კარგად შედგენილი საგრანტო განაცხადის მომზადების მიზნით.

-ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის გრანტის მიმღებთათვის: მოკლევადიანი ან უწყვეტი საკონსულტაციო დახმარება პროექტის განხორციელების ნებისმიერ დროს, რომელიც შეიძლება ორიენტირებული იყოს სხვადასხვა საკითხებზე, დაწყებული პროექტის მენეჯმენტისა და ფინანსური ანგარიშგების ირგვლივ ტექნიკური დახმარების გაწევით და დამთავრებული პროექტის შინაარსისა და დიზაინთან დაკავშირებული საკითხებითა თუ გაუთვალისწინებელი ვითარებებით. 



კონკურსი საგრანტო წინადადებაზე: 

საკონსულტაციო პროგრამის განხორციელების მიზნით, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა აცხადებს კონკურსს კვალიფიციური ორგანიზაციებისა თუ ინდივიდუალური პირებისთვის ზემოხსენებული მომსახურების გასაწევად შემდეგ ქვეყნებში: საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი (ასევე სხვა ქვეყნებში ამ პროგრამის საქმიანობის ფარგლებში, საკონსულტაციო პროგრამა განხორციელებული იქნება ამ პროგრამის კონტრაქტორი არასამთავრობო თუ ინდივიდუალური პირების მიერ). 

ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამა ეძებს შემდეგი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციებს ან ინდივიდუალურ პირებს:

-გამოცდილება საგრანტო განაცხადის წერაში/მართვაში ხელოვნების მენეჯმენტის ან კულტურის პოლიტიკის სფეროში;

-გამოცდილება პრაქტიკის და/ან პოლიტიკის თვალსაზრისით ხელოვნების და კულტურული საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებაში;

-კარგი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარი: ინგლისურ და რუსულ ენებზე გარკვევით წერის უნარი;

-ადგილობრივი კულტურის სფეროს მუშაკების, ქსელების და ინფრასტრუქტურების ცოდნა, მთავარ ქალაქებსა და ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით.უნარი, გამოავლინოს განმცხადებელთა სხვადასხვა ჯგუფები და მიუსადაგოს საკონსულტაციო სტრატეგიები განმცხადებელთა სხვადასხვაგვარ საჭიროებებს;

-ერთგულება ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის მისიისადმი. საკონსულტაციო პროგრამა ასევე ითვალისწინებს სტაჟირების კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც კულტურული ადმინისტრირების ტრენინგ ცენტრების ევროპული ქსელის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისა და ხელოვნების ადმინისტრირების ტრენერთა ასოციაციისთვის ჩატარდება ტრენინგის მოკლე კურსი და შემდგომ, ისინი გადანაწილდებიან იმ ადგილებზე, სადაც მათ მიერ გაწეული კონსულტაციები ყველაზე სასარგებლო იქნება განმცხადებლების მიერ საგრანტო განცხადების მომზადების პერიოდში. ამგვარი განაწილება იქნება კოორდინირებული შერჩეულ საკონსულტაციო ორგანიზაციებთან და დაფინანსდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. 


ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება:

-კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა პირსა თუ ორგანიზაციას;

-ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის ყოფილ გრანტიორებს შეუძლიათ მონაწილეობა (საკონსულტაციო პროგრამაში მონაწილე კონტრაქტორ ორგანიზაციას ან პირს შეუძლია კვლავ წარადგინოს განაცხადი სხვა სახის პროექტებზე ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის თუ ღია საზოგადოების ინსტიტუტის სხვა პროგრამის ფარგლებში, თუმცა, ასეთი განაცხადები განხილული იქნება ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის გამო).

-სურვილი და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ტრენინგის მოკლე კურსში 2008 წლის მარტის პირველ ნახევარში, და საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს საკონსულტაციო სერვისი კონტრაქტის ვადებში (12-24 თვე).

განაცხადი უნდა გაკეთდეს ინგლისურ ენაზე.

განაცხადის წარდგენის ვადაა 2008 წლის 18 იანვარი (პარასკევი
).

მნიშვნელოვანია! განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონული სისტემის მეშვეობით www.soros.org/grants/oas. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელ-ფოსტის, ფაქსის თუ ფოსტის მეშვეობით გამოგზავნილი განცხადებები არ მიიღება
.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ღია საზოგადოების ინსტიტუტის და ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის ერთ-ერთ წარმომადგენელთაგანს:

რიტა ბაქრაძე - პროგრამის კოორდინატორი
00 3613273100, შიდა ნომერი:  2182
ელ-ფოსტა: rbakradze@osi.hu

ანდრეა ჩანადი-უფროსი პროგრამის მენეჯერი
00 3613273100, შიდა ნომერი 2401
ელ-ფოსტა: acsanadi@osi.hu

წინადადებები განიხილება და შეფასდება ღია საზოგადოების ინსტიტუტის ხელოვნებისა და კულტურის პროგრამის ქვე-საბჭოს მიერ. კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 29 თებერვალს (პარასკევს), განმცხადებლებს შედეგების შესახებ ეცნობებათ ინდივიდუალურად. 

ანაზღაურება:

ამ ეტაპზე არ არის საჭირო ბიუჯეტის წარდგენა. ანაზღაურების ირგვლივ მოლაპარაკება გაიმართება წარმატებულ კანდიდატებთან ინდივიდუალურად.

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები