კონკურსი: 'ახალგაზრდა ან/და რეგიონული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თემაზე მომზადებული საუკეთესო პროექტები'


ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამა (CSMS) აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალგაზრდა ან/და რეგიონული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის თემაზე მომზადებული  საუკეთესო პროექტების გამოსავლენად.

კონკურსის მიზანია  
ხელი შეუწყოს სახელმწიფო სექტორში გადაწყვეტილების მიღებისა და რეფორმების მიმდინარეობის პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველყოფას, ასევე სამთავრობო და არასამთავორბო სექტორების თანამშრომლობას.  

კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისში და საქართველოს რეგიონებში დარეგისტრირებულ, მოქმედ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს. თბილისში დარეგისტრირებული და მოქმედი არასამთავობო და სათემო ორგანიზაციების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს (შეზღუდვა არ ეხება რეგიონულ ორგანიზაციებს).

კონკურსის პირობები 
- პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე რუბრიკაში: "როგორ დავწეროთ პროექტი");
- განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო სექტორში სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღებისა ან/და რეფორმების მიმდინარეობის  პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობას;
- კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 13000 აშშ დოლარს;
- კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ორი ან მეტი ორგანიზაციის მიერ კოალიციურად მომზადებულ პროექტებს;
- გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორიცელებელი ჯგუფის წევრების, ექსპერტებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები;
- დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ ორი პროექტის შემოტანა.

კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა პროექტი უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

მისასალმებელია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროებიდანაც, ამ შემთხვევაში გთხოვთ განაცხადში (ასევე პროექტის ბიუჯეტში ცალკე სვეტად) მიუთითოთ დაფინანსების სხვა წყაროების შესახებ და დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2007 წლის 13 მარტიდან 2007 წლის 10 აპრილის 17:00 საათამდე. მისამართი ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 250463, 250592 ფაქსი: 291052. საკონტაქტო პირი: გივი ორდენიძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი. 

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების პერიოდში ყოველ პარასკევს 15:00 საათზე ფონდის ოფისში.

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები