კონკურსი:ახალგაზრდა ან/და რეგიონული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ ინსტიტუციონალური განვითარების თემაზე მომზადებული საუკეთესო კოალიციური პროექტების გამოსავლენად

 

საგრანტო კონკურსი

ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამა (CSMS) აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალგაზრდა ან/და რეგიონული არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების მიერ ინსტიტუციონალური განვითარების თემაზე მომზადებული  საუკეთესო პროექტების გამოსავლენად.

კონკურსის მიზანია:
ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ან/და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მათი ორგანიზაციული მდგრადობის ზრდას, ასევე სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას. 

კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ თბილისში და საქართველოს რეგიონებში დარეგისტრირებულ, მოქმედ არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს. თბილისში დარეგისტრირებული და მოქმედი არასამთავობო და სათემო ორგანიზაციების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს (შეზღუდვა არ ეხება რეგიონულ ორგანიზაციებს).

კონკურსის პირობები 

- პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის მიერ დამტკიცებული გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://osgf.ge/?l=1&i=326);

- განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტი უნდა ემსახურებოდეს პროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ განვითარებას და მათი ორგანიზაციული მდგრადობის ზრდას, ასევე კოალიციის წევრ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას;

- განაცხადის ფარგლებში, პროექტის ავტორმა ორგანიზაციებმა დანართის სახით, ცალკე დოკუმენტად უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ (მაქსიმუმ ერთი გვერდი);

- კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადი მომზადებული უნდა იყოს ორი ან მეტი არასამთავრობო ან სათემო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის მიერ;

- გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული ინფორმაციისა პროექტს უნდა დაერთოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორიცელებელი ჯგუფის ძირითადი წევრებისა და ექსპერტების ბიოგრაფიები;

- განაცხადს თან უნდა დაერთოს სფეროში მომუშავე ექსპერტთა ან ორგანიზაციათა ორი სარეკომენდაციო წერილი;

- დაუშვებელია ერთი კონკურსის ფარგლებში ერთი და იგივე განმცხადებლის მიერ სხვადასხვა კოალიციებში, შესაბამისად სხვადასხვა პროექტებში, მონაწილეობა;

- კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 16200 აშშ დოლარს;

კონკურსის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროექტის წარმომდგენი კოალიციის წევრი ორგანიზაციების მდგრადი და გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობა.

საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2007 წლის 8 ოქტომბრიდან 2007 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე.


 
კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღების პერიოდში ყოველ პარასკევს 15:00 საათზე ფონდის ოფისში.
მისამართი ჭოველიძის ქ. 10. ტელ: 250463, 250592 ფაქსი: 291052.

საკონტაქტო პირი: გივი ორდენიძე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი ან ირაკლი ცერცვაძე, ამავე პროგრამის კოორდინატორი;  

კონკურსის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა პროექტი უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები