არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერსა და საკრებულოს მიმართავენ
 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მთავრობას, არ გასცეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა.

2018 წლის ივნისში ქალაქის არქტიტექტურულმა სამსახურმა კომპანია „ანაგს" დაუდგინა სამშენებლო პირობები მრავლფუნქციური კომპლექსის ასაშენებლად.

8 აგვისტოს ბრიფინგზე ქალაქის მერმა განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანია „ანაგი" დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცისა და ორანჟერეის მშენებლობას გეგმავს.

თბილისის მერიაში შესულია ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის განხილვაც იგეგემება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.

დიღმის მოსახლეობამ, 500-ზე მეტმა ხელმომწერმა,  განცხადებით მიმართა თბილისის მერიას, რომ არ დაეშვა მორიგი მშენებლობა ტყე-პარკის ტერიტორიაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მხარს უჭერენ მოსახლეობის მოთხოვნას და მიმართავენ თბილისის მერსა და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად.

პრესკონფერენცია გაიმართა 14 აგვისტოს, 11:30-ზე, ღია საზოგადოების ფონდის საკონფერენციო დარბაზში. 

არასამთავრობოების მიმართვა

მედია ამ თემაზე

 

 

ႬႭႤႫႡႤႰႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30