კონკურსი კვლევის ჩასატარებლად ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
 

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში აცხადებს კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი მკვლევართა ჯგუფებისათვის.

კონკურსის მიზანი:

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა, განსაკუთრებული აქცენტით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების პოლიტიკურ მონაწილეობაზე. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება.

ამოცანები:

1.  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა (რაოდენობრივი და თვისებრივი)- ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვა. 

2.  ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის განმაპირობებელი ფაქტორებისა და მოტივატორების კვლევა.

მაკრო ფაქტორები:

· სამოქალაქო ინტეგრაციაზე მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა

· ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები

· არსებული  საარჩევნო სისტემა

· პოლიტიკური პარტიების მიერ კანდიდატების შერჩევა და რეკრუტირება

· პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები

· კულტურული წარმოდგენები.

მიკრო ფაქტორები:

· ეთნიკური უმცირესობების თემის პოლიტიკური მობილიზაცია

· ადგილებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა

· ინდივიდუალური კანდიდატების მახასიათებლები

· კანდიდატებსა და თემს შორის ურთიერთობა. 

3.  პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება.

4.  რეკომენდაციების შემუშავება.

5.  ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით პოლიტიკის დოკუმენტის  შემუშავება. 

განსახორციელებელი საქმიანობები: 

· კვლევის (რაოდენობრივი და თვისებრივი) მეთოდოლოგიისა და შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება

· დოკუმენტებისა და მასალების (სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, სხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ინტერაქტიული რუკა - http://csem.ge/interactivemap/და სხვ.) მიმოხილვა და ანალიზი

· საველე სამუშაოები შერჩეულ რეგიონებში

· კვლევის სამუშაო ვერსიის განხილვა ფონდის თანამშრომლებთან

· კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე

· მჭიდრო თანამშრომლობა ადგილობრივ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში

· პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მონაწილეობის  პირობები:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკურ ცენტრებსა და დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფებს,  რომლებიც საქმიანობენ საქართველოში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კვლევითი საქმიანობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება. 

სატენდერო მოთხოვნები: 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. კვლევის კონცეფცია და სავარაუდო ბიუჯეტი; 

2. პროექტს უნდა ერთვოდეს მონაწილეების: კვლევის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების  ავტობიოგრაფიები;

3. ორი რეკომენდატორის  საკონტაქტო ინფორმაცია;

4. ჩატარებული კვლევის, შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის ნიმუში.

სატენდერო თანხა: 20,000 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით)

ვადები: 

· კვლევის ანგარიშის სამუშაო ვერსია ფონდში განსახილველად უნდა იქნას წარმოდგენილი 2018 წლის 15 სექტემბრამდე.

· პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსია წარმოდგენილი უნდა იქნას 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.

· კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსიები წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე 2018 წლის 20 ნოემბრამდე. 

განსახილველი სატენდერო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდის მისამართზე: ჭოველიძის 10, თბილისი 0108, საქართველო 2018  წლის 25 მაისის  17 საათამდე.

ფონდში შემოსული ყველა განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს დახურულ კონვერტში და უნდა დარეგისტრირდეს ფონდის სამდივნოში. შემოსული მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.

კონვერტს უნდა ეწეროს:

· ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”

· კონკურსი კვლევის ჩასატარებლად  - ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში

· წარმდგენი ორგანიზაციის დასახელება

· თარიღი: -----------------, 2018 წელი 

კონსულტაცია: დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაცია გაიმართება 15მაისს, სამშაბათს 16:00 საათზე,   ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში,  მისამართზექ. თბილისი, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

საკონტაქტო პირი:  ნინო კიკნაველიძე, ელ.ფოსტა: niniko@osgf.ge  

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები