ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

2006 წლის 21 დეკემბერს სასტუმროში "თბილისი მარიოტი" გაიმართა პროექტის - "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი" შედეგების პრეზენტაცია.
"ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგი" ფონდის «ღია საზოგადოება - საქართველო" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" ერთობლივი პროექტია, რომლის ფინანსურ მხარდაჭერასაც ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" უზრუნველყოფს. პროექტის განხორციელებაში ასევე აქტიურად მონაწილეობს კოალიცია "საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის".
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მიერ აშშ-ს მთავრობისგან მიღებული "ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა" წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ წყაროს საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, კოალიციამ "საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის" გადაწყვიტა ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობა.

 

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31