კონკურსი პროექტის შეფასებისათვის
ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" აცხადებს კონკურსს პროექტის შეფასებისთვის. კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის საქართველოში" ფარგლებში, საგრანტო ხელშეკრულების NEAR-TS/2015/369-105 საფუძველზე. სამუშაოს დეტალური აღწერილობა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: - განაცხადი (ორგანიზაციის შემთხვევაში - ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი და გვარი სრულად, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი); - ხელმოწერილი განაცხადი ინტერესთა კონფლიქტის არქონის შესახებ; - ექსპერტის (ექსპერტთა) ბიოგრაფიები შესაბამისი გამოცდილების მითითებით; - დეტალური ბიუჯეტი; - სფეროს ორი ექსპერტის/რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა) - ცნობა, რომ პირს (ორგანიზაციის შემთხვევაში) არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია/ ლიკვიდაცია. განსახილველი საკონკურსო მასალა წარმოდგენილი უნდა იქნას ფონდი "ღია საზოგადოება- საქართველო"-ს ოფისში, ჭოველიძის ქუჩა, # 10, 2017 წლის 20 ოქტომბრის, 17:00-მდე. საკონტაქტო პირი: ნინო ფარიზოვა 577 05 20 67, ninof@osgf.ge |
ႮႰႭႢႰႠႫႤႡႨႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ |