ტრენინგი ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის

კონკურსს აცხადებს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"  

მიზანი:       

ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების ხელმძღვანელების, საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების უნარების გაძლიერება და ცოდნის ამაღლება შემდეგ საკითხებზე: ორგანიზაციული მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, ფონდების მოძიება, ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, მხარდამჭერთა მოზიდვა, კოალიციური მუშაობა, ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება.

განხორციელების პერიოდი:

ოთხ-დღიანი ტრენინგ-პროგრამა განხორციელდება 2017 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში საქართველოში. ტრენინგის განხორციელების ადგილისა და ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია შერჩეულ აპლიკანტებს მიეწოდებათ მოგვიანებით.

ტრენინგ პროგრამის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მონაწილეებისათვის ადგილებზე კონსულტაციების გაწევა და საპროექტო განაცხადებისა და საქმიანობების დაგეგმვაში დახმარება 2017 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" პროგრამას განახორციელებს "პარტნიორები  საქართველო"-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.

მონაწილეობის პირობები:

კონკურსი ცხადდება ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან. სულ შეირჩევა 40-მდე მონაწილე. მონაწილეთა შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭება ახალგაზრდულ და ქალთა ორგანიზაციებს.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:  ninof@osgf.ge,  2017 წლის 31 მაისამდე.

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ:  Ethnic Minority CSO Capacity Building Program

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

ნინო კიკნაველიძე

ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი

ტელეფონი: +995 322 25 04 63

ელ-ფოსტა: niniko@osgf.ge

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები