ვაკანსია მდივან-მიმღების პოზიციაზე
ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წელს დაფუძნდა. ფონდი ახორციელებს პროექტებს და მხარს უჭერს ისეთ ინიციატივებს, რომელიც ემსახურება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის განვითარებას, სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას, ეროვნულ და ევროპულ ინტეგრაციას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებასა და სოციალურ თანასწორობას(www.osgf.ge). ღია საზოგადოების ფონდმა 1994 წლიდან საქართველოში მუშაობა ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობით, ქართული ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებით და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაიწყო.
ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისის მდივან-მიმღების ძირითადი ფუნქციაა უზრუნველყოს ოფისის მისაღების პროცედურების წარმართვა; დაინტერესებული პირებისათვის და ფონდის ვიზიტორებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და პირველადი კონსულტაციის გაწევა; ფონდის არქივის და ბიბლიოთეკის მართვა; ფონდის ვებგვერდის განახლება. განაცხადის წარმოდგენის ვადა: 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო კრიტერიუმები და პიროვნული თვისებები: · უმაღლესი განათლება; საქმისწარმოების ცოდნა; · ვებ გვერდის ადმინისტრირება; · საარქივო საქმის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; · ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B2); · კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office - Word, Excel, PowerPoint); · ქართულ და ინგლისურ ენებზე კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები - აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი; · გრაფიკული დიზაინერული/სამონტაჟო პროგრამების (მაგ. Adobe Photoshop/Adobe Premier/CorelDRAW/Adobe Illustrator და სხვა) ცოდნა ჩაითვლებაუპირატესობად; · სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა (ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); · კეთილგანწყობა, თავაზიანობა, დელიკატურობა; · გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა; · როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი; · დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; · პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; · სისხარტე, ოპერატიულობა - სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას; სამუშაო პირობები: განაცხადის შემოტანა: კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ფონდის სამდივნოში (მისამართი იხ. ქვემოთ) დაბეჭდილი კონვერტით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: 1. პირადობის მოწმობის ასლი; 2. რეზიუმე (СV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 2 გვერდი (აქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი); 3. შევსებული კითხვარი (იხილეთ კითხვარი, რომელიც ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ფონდის სამდივნოშიც); 4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; 5. ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ აპლიკანტის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები. განაცხადის წარმოდგენის ვადა: 4 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
კონვერტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ვაკანსიის დასახელება („ოფისის მდივან-მიმღების ვაკანსიისთვის") და აპლიკანტის სახელი და გვარი. განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მისამართი: თბილისი, ჭოველიძის ქ. N10. (შესასვლელი N2 და N4 შორის). შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე. კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ განხილული იქნება განაცხადები. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე hr@osgf.ge 17 აგვისტომდე და 4 სექტემბრიდან. წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ოფისის მდივან-მიმღების ვაკანსია", თქვენი სახელი და გვარი. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების ფონდისათვის „ღია საზოგადოება - საქართველო" მიწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარეშეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო" მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
|
ႮႰႭႢႰႠႫႤႡႨႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ |