მულტიმედია კონკურსი სტუდენტებისთვის
 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აცხადებს მულტიმედია კონკურსს
ტუდენტებისთვის: „ტოლერანტობამრავალფეროვნება და ჩემს რეგიონში არსებული გამოწვევები".

კონკურსი ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსმხარდაჭერით
პროექტის "დისკრიმინაციისსაკითხების კვლევა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა უნივერსიტეტებშიფარგლებში.

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს ქუთაისისბათუმის
ზუგდიდისგორისთელავისა და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს კონკურსში მონაწილეობისმისაღებად.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)
საკუთარ რეგიონში ტოლერანტობის და მრავალფეროვნების კუთხით არსებულ პრობლემებსა და საკითხებზე.

ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს: 

►რელიგიური/ეთნიკური/რასობრივი უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია,
რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება) და ურთიერთობა უმრავლესობის წარმომადგენლებთან;
►კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების ასახვა და პოზიტიური გააზრება;
►ინტერრელიგიური, ინტერეთნიკური და ინტერკულტურული ურთიერთობის ფორმები და პოზიტიური მაგალითები კონკრეტულ რეგიონში.

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (პლანშეტი, წიგნის მაღაზიის ვაუჩერი).
საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ის ვებგვერდზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ნამუშევრები არაუგვიანეს 30 აპრილისა ელ. ფოსტაზე: info@tdi.ge; სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: კონკურსი.

       : თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)

ორგანიზაციის შესახებ: ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) 2013 წლიდან მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: რელიგიის თავისუფლების დაცვა
და ტოლერანტობის კულტურის განვითარება; უმცირესობების უფლებების ადვოკატირება; სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; სეკულარული სახელმწიფოს იდეის
დაცვა და გავრცელება; კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა; რელიგიის თავისუფლების დაცვისა და უმცირესობების ადვოკატირების კუთხით, სახელმწიფო პოლიტიკის კვლევა და ანალიზი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: მარიამ კვარაცხელია, 593722112, mari.kvaratskhelia@tdi.geinfo@tdi.ge.

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები