ტრენინგი ჟურნალისტებისთვის “ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა”
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს პრაქტიკოსი ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და რედაქტორებისათვის ტრენინგზე - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა" დასასწრებად

ტრენინგი მიზნად ისახავს ჟურნალისტთა პროფესიული განათლების დონის ამაღლებას ჯანდაცვის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. ტრენინგის მიზანია ჟურნალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული ძირითადი რეფორმების, საკანონმდებლო სიახლეებისა, ზიანის ანაზღაურების, სამედიცინო შეცდომის, მარგინალური ჯგუფების უფლებების, ადამიანის უფლებათა ძირითადი სტანდარტებისა და არსებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

მსმენელები ინფორმაციას მიიღებენ კვალიფიციური ლექტორებისაგან შემდეგ დისციპლინებში:

- ჯანდაცვის პოლიტიკა და მართვა;

- პაციენტის უფლებები;

- აივ ინფექცია, შიდსი და ადამიანის უფლებები;

- ზიანის შემცირება და ადამიანის უფლებები;

- პალიატიური მზრუნველობა და ადამიანის უფლებები;

- უმცირესობათა უფლებები;

- პატიმართა ჯანდაცვის უფლებები;

- ზიანის ანაზღაურების პირობები სამოქალაქო სამართალში;

- ჯანდაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული საქმეები და საერთაშორისო პრაქტიკა.

ტრენინგი მოიცავს 2 დღიან ინტენსიურ სწავლებას, რომელიც ა.წ 3-5 დეკემბერს  ჩატარდება ქალაქგარეთ. ტრენინგის საფასურს, რაც მოიცავს მგზავრობის, ცხოვრებისა და მასალების ხარჯებს სრულად დაფარავს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო".

მონაწილე პირთა რაოდენობა შეზღუდულია. შესაბამისად, მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრაქტიკოს ჟურნალისტებს და პროდიუსერებს (პრესა, ონლაინ და ბეჭდური მედია; ტელევიზია, რადიო), რომლებსაც აქვთ ჯანდაცვის თემებზე მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმაუნდა წარმოადგინონ CV და სამოტივაციო წერილი  არაუგვიანეს 2016 წლის 18 ნოემბრისა  ელექტრონული ფოსტით მისამართზე:

nkiknadze@osgf.gegkordzaia@osgf.ge (გთხოვთ გამოაგზავნოთ ორივე ელექტრონულ ფოსტაზე).

ფონდის წარმომადგენელი დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ ეტაპს.  

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები