ფონდი ღია საზოგადოება საქართველო აცხადებს ტენდერს, ფონდის თანამშრომლებისათვის სამუშაო შეხვედრის მოწყობასთან დაკავშირებით.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო აცხადებს ტენდერს, ფონდის თანამშრომლებისათვის სამუშაო შეხვედრის მოწყობასთან დაკავშირებით

ა.წ. 22-24 სექტემბერს დაგეგმილია ფონდის 25 თანამშრომლის გასვლითი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის ადგილის შესარჩევად, ტენდერში მონაწილეობისათვის ვიწვევთ სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებს, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია შემდეგი სერვისების ღირებულების შესახებ:

  • 25 ადამიანის სასტუმროში განთავსება (ორი ღამე, სამი დღე, ორადგილიანი ოთახები);
  • 25 ადამიანის 3-ჯერადი კვება 3 დღის მანძილზე (22, 23, 24 სექტემბერი);
  • 25 ადამიანის ტრანსპორტირება (თბილისი-შეხვედრის ადგილი- თბილისი)

ფონდის კომისია განიხილავს კონკურსის შედეგად წარმოდგენილ ყველა განაცხადს და შეარჩევს განმცხადებელს, შემოთავაზებული პირობების მიხედვით.

სატენდერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2008 წლის 19 სექტემბერი, 15:00 საათი.

მისამართი: ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისი, ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის ქ. № 10, ტელ: 25-04-63, 25-05-92; ფაქსი: 29-10-52

საკონტაქტო პირი: ირინა ლაშხი irina@osgf.ge;  877 414128

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31