კოალიცია თანასწორობისათვის ანტიდისკრიმინაციულ კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება
 

5 დეკემბერი, 2015

5 დეკემბერს კოალიციამ თანასწორობისთვის განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით, კოალიცია მხარს უჭერს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. ცვლილებები სახალხო დამცველის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო წინადადებას ეფუძნება. 

კოალიციის შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილების მიღება გააძლიერებს ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმებს. კოალიცია ასევე აცხადებს, რომ იგი აქტიურად იყო ჩართული სახალხო დამცველის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში და მისი მოსაზრებების ნაწილი ასახულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში.

პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დისკრიმინაციის საქმეებზე არსებულ სამართლებრივ მექანიზმებს აძლიერებს იმ თვალსაზრისით, რომ იზრდება სახალხო დამცველის მანდატი და კომპეტენცია ორგანიზაციებისა და ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრიმინაციის საქმეების განხილვის პროცესში. მეორე მხრივ, იზრდება დისკრიმინაციის საქმეებზე სასამართლოში მიმართვის ხანდაზმულობის ვადა. 

მეტი ინფორმაციისთვის ნახეთ განცხადების ტექსტი სრულად.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31