NDI: მოსახლეობის 62% უკანონო მოსმენებზე 'ეს შენ გეხება' კამპანიას ამართლებს
 

წყარო: ონლაინ გამოცემა 'ნეტგაზეთი'.

ავტორი: ანი ბერუკაშვილი

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ინფორმირებულია  "ეს შენ გეხებას" კამპანიის შესახებ, რომელიც უკანონო მოსმენასა და თვალთვალს ეხება და ამ კამპანიას ამართლებს. 

ეროვნული მაჩვენებლით გამოკითხულთა 45% ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ "ეს შენ გეხებას" კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვენ, რათა აიკრძალოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ შესაძლო უკანონო მოსმენა და თვალთვალი.

გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ ეს კამპანია მიუღებელია, 62% კი ამ კამპანიას ამართლებს.

იმ ადამიანთა ყველაზე დიდი რიცხვი, ვინც "ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" კამპანიას, ემხრობა აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა, სადაც მომხრე 75%-ია, ხოლო მოწინააღმდეგე - 7%. დასავლეთ საქართველოში კი კამპანიის მომხრე 52%-ია, ხოლო მოწინააღმდეგე - 12%.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/- 2.1%-ია.

 

 

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31