კონკურსი ჟურნალისტებისათვის: “ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის“ თემაზე საუკეთესო სტატიის, სიუჟეტის გამოსავლენად
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის მიმართულება აცხადდებს კონკურსს:  "ადამიანის უფლებების და ჯანდაცვის"  თემაზე  საუკეთესო სტატიის და ტელე-სიუჟეტის გამოსავლენად. 

სტატია და ტელე-სიუჟეტი უნდა შეეხებოდეს პაციენტების (პალიატიური მზრუნველობის მქონე ან აივ ინფექცირებულთა და/ან შიდსით დაავადებული)  უფლებრივ მდგომარეობას, მკურნალობის და სერვისების ხელმისაწვდომობას და ამ სფეროში არსებულ სიტუაციას და პოლიტიკას.

სტატია შეიძლება გამოქვეყნებული იყოს, როგორც გაზეთში/ჟურნალში, ასევე ინტერნეტ გამოცემაში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს გამოქვეყნებული ა.წ  4 აგვისტოდან 31 ოქტომბრის  ჩათვლით. 

მასალის საკონკურსოდ წარდგენის ფორმატი: 

გაზეთში/ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის დედანი და ელექტრონული ვერსია (ჩაწერილი CD-ზე) და გასული რეპორტაჟი (ჩაწერილი  CD-ზე); სტატიის გამოქვეყნების /გასული რეპორტაჟის თარიღი და ავტორის სახელი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, მისამართი, პირადობის მოწმობის ასლი, ელ-ფოსტა). 

შეფასება: 

სტატია და ტელე-სიუჟეტი შეფასდება, როგორც ინფორმაციული ღირებულების, ასევე წერის და მასალის მომზადების სტანდარტების, ბალანსის დაცვისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით

ჯილდო: 

განიხილება ყველა სტატია და ტელე-სიუჟეტი, რომელიც კონკურსის მოთხოვნის სრული დაცვით იქნება წარმოდგენილი.

დაჯილდოვდება 1 საუკეთესო სტატიის და 1 საუკეთესო ტელე-რეპორტაჟის ავტორი შემდეგი პრიზებით: 

  • საუკეთესო სტატიისთვის - Ipad
  • საუკეთესო ტელე-სიუჟეტისთვის - Ipad
     

ნამუშევრების ჩაბარების წესები:

ნაშრომები უნდა ჩაიდოს დალუქულ კონვერტში (რეპორტაჟი ჩაწერილი CD-ზე), რომელზეც მითითებული იქნება კონკურსის სახელწოდება, კონკურსანტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალი.

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", სტატიის/სიუჟეტის ავტორთან ერთად იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში გამოაქვეყნოს და გაავრცელოს სტატია/სიუჟეტი, ავტორის სახელისა და გვარის მითითებით.

საუკეთესო ნამუშევარი შესაძლოა განთავსდეს ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს/გავიდეს სხვადასხვა მედია საშუალებებში ან სხვა შესაბამის ღონისძიებებზ.

კონსულტაციები: 

დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს, 8 აგვისტოს 16:00 საათზე, 19 სექტემბერს 16:00 საათზე, 3 ოქტომბერს 16:00 საათზე და 8 ოქტომბერს 16:00 საათზე ფონდის ოფისში,მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.

 

ნამუშევრის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 ნოემბერი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე:

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტი 

ქ. თბილისი, ჭოველიძის 10


                                                                                                                        ###

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო კიკნაძეს ელ.ფოსტა: nkiknadze@osgf.geტელ: +(995322) 25 04 63.

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები