საგრანტო კონკურსი: 'აღმოსავლეთის პარტნიორობის' ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ხელშეწყობა
 

პროექტის სახელწოდება: პანკისის ხეობაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების, კერძოდ კი, ქისტი და ჩეჩენი ქალების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
განმცხადებლის
დასახელება: კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი
პროექტის მენეჯერი:
თამარ ბექაური
პროექტის
დირექტორი:  თამარ ბექაური
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 14,194.00
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $ 14,085.00
პროექტის
საერთო ღირებულება:$ 28,279.00

პანკისის ხეობაში ქისტ და ჩეჩენ ქალთა 12 წევრიანი საბჭოს დაარსება, პანკისის ხეობაში არსებულ „უხუცესთა საბჭოსთან" ოჯახური დავების, შვილის ნახვის უფლების, იძულებითი ქორწინების აკრძალვის და ყოფითი პრობლემების მოგვარების ადვოკატირებისთვის. პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები გენდერულ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან, კვირაში 2 დღე 2 იურისტი პანკისელ ქალებს გაუწევს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ქორწინების, განქორწინების, ქონების გაყოფის, სასამართლოში მიმართვის პროცედურების შესახებ. დაიბეჭდება 6  სახის ბროშურა ქალთა უფლებების შესახებ.

პროექტის განხორციელების ვადები: 1/10/2012-1/03/2013

პროექტის სახელწოდება: ქართველი, ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისთვის
განმცხადებლის
დასახელება: საზოგადოება ბილიკი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
: მარიკა მღებრიშვილი
პროექტის
ხელმძღვანელი: მარინე მღებრიშვილი
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 15,000.00
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $ 7,355.00
პროექტის
საერთო ღირებულება: $ 22,355.00

ქართულ-ოსურ სოფელბში (შავშვები, ხურვალეთი, წითელუბანი) და დევნილთა ჩასახლებებში (შავშვები, ხურვალეთი) ახალგაზრდული კლუბების დაარსება, ახალგაზრდების (13-17 წლის მოსწავლეები) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ახალგაზრდების პრობლემების ადვოკატირების მიზნით. ქართველი და ოსი ახალგაზრდების დაახლოება. პროექტის შედეგად ხელი შეეწყობა ოს და ქართველ ახალგაზდებს შორის ლიდერების ჩამოყალიბებას და სტიმული მიეცემა ურთიერთთანამშრომლობას.

პროექტის განხორციელების ვადები: 1/12/2012-1/10/2013

პროექტის სახელწოდება: ეთნიკური უმცირესობათა თემები და ქართული მედია: ერთად ტოლერანტობისკენ
განმცხადებლის
დასახელება: ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
: აგიტ მირზოევი
პროექტის
ხელმძღვანელი: აგიტ მირზოევი
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 14,090.00
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $ 1,600.00
პროექტის
საერთო ღირებულება: $ 15,690.00

პროექტის მიზნებია -  ჟურნალისტთა 20 კაციანი ჯგუფისთვის საგამანათლებლო პროგრამის შექმნა და 2 დღიანი ტრეინინგის ჩატარება ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკის გაშუქებაზე რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები საქართველოდან, ნიდერლანდებიდან და უკრაინიდან. პროგრამა შეიქმნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რომლებსაც ასევე ჩაუტარდებათ 2 დღიანი ტრეინინგი. პროექტის მსველელობისას გათვალისწინებულია მასმედიის კონსულტანტის დასაქმება რომელიც კონსულტაციებს გაუწევს ჟურნალისტებს და უმცირესობის თემების წარმომადგენლებს. შეიქმნება და გამოიცემა სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის. პროექტის შედეგად გაუმჯობესდება საზოგადოების ინფორმირების ხარისხი ეთნიკური უმცირესობების პრობლემატიკის განხილვის კუთხით.

პროექტის განხორციელების ვადები: 1/11/2012-1/08/2013

პროექტის სახელწოდება: ჩვენ საქართველო გვაერთიანებს
განმცხადებლის
დასახელება: საზოგადოებრივ-საგამანათლებლო ასოციაცია ჰერეთი
ორგანიზაციის ხელმძღვანელი
: რამაზ სამხარაძე
პროექტის
ხელმძღვანელი: რამაზ სამხარაძე
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 14,968.20
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $ 2,640.00
პროექტის
საერთო ღირებულება: $ 17,460.00

პროექტის ფარგლებში მომზადდება 20-20 წუთიანი რადიო გადაცემები რადიო "ჰერეთზე" აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობისთვის. გადაცემებში განხილული იქნება ადგილობრივი და რეგიონალური ახალი ამბები აზერბაიჯანულ ენაზე და ერთი დღე აზერბაიჯანულ ენოვანი მოქალაქის ცხოვრებიდან - აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. პროექტის შედეგად აზერბაიჯანულ ენოვანი მოსახლეობა მიიღებს საჭირო ინფორმაციას რეგიონსა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ, ხოლო ქართულენოვანი მსმენელი მიიღებს ინფორმაციას ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შესახებ რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას. 

პროექტის განხორციელების ვადები: 1/11/2012-31/10/2013

პროექტის სახელწოდება: მუზეუმის მოწყობა აქტიური ინტეგრაციის საფუძველი
განმცხადებლის
დასახელება: ააიპ, ასოციაცია „უდი"
ორგანიზაციის ხელმძღვანელი: სიმონ, მამული ნეშუმაშვილი
პროექტის
ხელმძღვანელისიმონ, მამული ნეშუმაშვილი
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 9,970.00
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $0
პროექტის
საერთო ღირებულება: $ 9,970.00

პროექტი განხორციელდება უდიელთა სოფელ ზინობიანში (ლაგოდეხის რაიონი) სადაც 2002 წლიდან ფუნქციონირებს უდიური კულტურისა და ისტორიის მუზეუმი. პროექტის მიზანია მუზეუმის კეთილმოწყობა და შეკეთება, ქართული და ინგლისურენოვანი საგამოფენო სტენდების შექმნა და განთავსება, ვიზიტორებისა და მეცნიერებისათვის გაუმჯობესებული სამუშაო გარემოს შექმნა. პროექტის შედეგად შესაძლებელი იქნება უდიელთა კულტურისა და ენის პოპულარიზაცია, არსებული ექსონატების პრეზერვაცია და ახალი ექსპონატებისათვის დამატებითი სივრცის შექმნა რაც ხელს შეუწყობს უდიური კულტურისა და ისტორიის შემდგომ პოპულარიზაციას.

პროექტის განხორციელების ვადები: 15/10/2012-15/06/2013

პროექტის სახელწოდება: "Intercultural education and integration through theatrical performance" -  staging and demonstration of the educational-awareness raiding theatrical performance for Armenian language spoken audience in order to promote their effective civic integration through softening the burden of mutual stigmas, stereotypes and misperceptions

განმცხადებლის დასახელება: საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს"ახალგაზრდული კავშირი
პროექტის მენეჯერი: 
ალექსანდრა კალატოზიშვილი
პროექტის
დირექტორი:  ალექსანდრა კალატოზიშვილი
O
SGF-დან მოთხოვნილი თანხა: $ 14,957.00
დაფინანსება
სხვა წყაროდან: $ 0
პროექტის
საერთო ღირებულება: $ 14,957.00

პროექტის მიზანია თეატრალური პერფორმანსის შექმნა და წარმოდგენა სომხურ და ქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. თეატრალური პერფორმანსი ასახავს ამ ორი თემის ერთმანეთისადმი არსებული სტერეოტიპების, სტიგმის და არასწორე წარმოდგენებს და შეახსენებს მაყურებელს  არსებული საერთო ფასეულობების და ურთიერთპატივისცემის ისტორიულად არსებულ ტრადიციებს.  პერფორმანსები ჩატარდება თბილისში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ბოლნისში.

პროექტის განხორციელების ვადები: 01/02/2013-01/06/2013

 

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები