ადამიანის უფლებებსა და ჯანდაცვის საკითხებზე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ
 

2011 წლის 20-22 დეკემბერს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში, „კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის" პროექტის ფარგლებში, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია-საქართველოსთან თანამშრომლობით გაიმართა სამართლის სკოლა თემაზე „ჯანდაცვის სამართალი".

სამართლის სკოლისათვის აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩა 30 მონაწილე.

მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჯანდაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, ამ სფეროში ადამიანის უფლებებსა და ამ უფლებების ეთიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს.

სამართლის სკოლა ემსახურებოდა თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას, ჯანდაცვის

სამართლის სფეროში სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას და კანონმდებლობისა და ამ სფეროში მომხდარი კონკრეტული საქმეების გაცნობას.

სემინარების განმავლობაში განხილულ იქნა შემდეგი თემები: ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა ამ სფეროში, საქართველოში ჩატარებული რეფორმები, აკრედიტაცია და ლიცენზირება. ასევე განხილულ იქნა ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, რაც მოიცავდა სამართლებრივი და ეთიკური ნორმების როლის მიმოხილვას ამ სფეროში, პაციენტის უფლებებსა და პაციენტების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეებისთვის სემინარი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემაზე. კანონმდებლობის განხილვისას მომხსენებელი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კონცეფცია, ძირითადი ფუნქციები და ადამიანის უფლებები. ასევე განხილულ იქნა სოციალური სტრესი, სტიგმა და ჯანმრთელობა. ჯანდაცვის სამართალი და კომუნიკაცია გულისხმობდა მედიისა და ჯანდაცვის ძირითად პრინციპებს ჟურნალისტიკაში და ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს.

პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რის საფუძველზეც გადაეცათ სერთიფიკატები.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31