შეხვედრა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივების შესახებ
 

2011 წლის 18 ნოემბერს , ფონდის "ღია საზოგადოება საქართველო" ოფისში გაიმართა შეხვედრა ქართულ-აფხაზური ახალგაზრდული დიალოგის პერსპექტივების შესახებ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტამბულში, ბილგის უნივერსიტეტში 2011 წლის 10-23 აგვისტოს გამართული საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი, აფხაზი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები.

პროექტი განხორციელდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" და რობერტ ბოშის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ასევე საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში: ზუგდიდში, გორში და ფოთში.

ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ფონდების წარმომადგენლებმა. შეხვედრის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა აფხაზი ახალგაზრდების ჩართვა აფხაზეთიდან skype -ის მეშვეობით, რომლებიც მონაწილეობდნენ საზაფხულო სკოლაში და დამსწრე საზოგადოებას უზიარებდნენ საკუთარ შეხედულებებს ხელსაყრელი სამშვიდობო გარემოს გაზრდის აუცილებლობის, ახალგაზარდული დიალოგის გაძლიერების და სხვადასხვა სახის პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31