“ნავთობპროდუქტების ტრანზიტის გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში”
 

პროექტის სათაური: "ნავთობპროდუქტების ტრანზიტის გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში"
წელი:
2011 -2012
ბიუჯეტი აშშ დოლარებში:
67 000
დაფინანსების წყარო: ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა (
საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულება), ნიუ-იორკის შემოსავლების მეთვალყურეობის ინსტიტუტი
პროექტის კოორდინატორი:
ირინა ლაშხი

პროექტის მოკლე შინაარსი:

პროექტი ხორციელდება ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის მიერ.  

პროექტის მიზანი საქართველოში, ბულგარეთში, უკრაინასა და თურქეთში ნავთობისა და გაზის ტრანზიტიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შესული გადასახადების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.

პროექტის მთავარი ამოცანაა ანგარიშის მომზადება, რომელმაც უნდა გამოავლინოს, თუ რა მდგომარეობაა ნავთობპროდუქტების ტრანზიტის კუთხით ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ ქვეყანაში. ამის შემდგომ მიცემული იქნება რეკომენდაციები მთავრობებისათვის და ნავთობკომპანიებისათვის, თუ რა ზომები უნდა გატარდეს ამ სფეროში მეტი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ფონდმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან აღნიშნული ქვეყნებიდან დარგის მოწვეული სპაციალისტები, მოეწყო სამუშაო შეხვედრა თბილისში ამ ექსპერტების მონაწილეობით, სადაც დაისახა სამომავლო გეგმები, გაიწერა პროექტის სამოქმედო გეგმა, შეთანხმდა ერთობლივად მოსამზადებელი ანგარიშის სტრუქტურა, მეთოდოლოგია და ა.შ.

სამუშაო ჯგუფის წევრები მუშაობენ ოთხი ქვეყნის ანგარიშზე, რომელმაც უნდა გამოავლინოს ნავთობის და გაზის ტრანზიტიდან მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის ხარისხი. აღნიშნული ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს ქ. ბრიუსელში 2012 წელს ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. ხოლო მის წარდგენამდე პროექტის მონაწილეები წარმართავენ ადვოკატირების კამპანიას ბრიუსელში ევროკომისიის შესაბამის ორგანოებში.

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ

  • The Project on Promoting Independence and Transparency of the Constitutional Court

    The Project on Promoting Independence and Transparency of the Constitutional Court

    • მიმღები პირი:  Institute for Development of Freedom of Information
    • გაცემული თანხა:  32,450.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    The project goal is to initiate and support the reform of the Constitutional Court, as well as to promote transparency, efficiency and independence of the Constitutional Court’s activities.

  • Advocating the Creation of Modern Security System

    Advocating the Creation of Modern Security System

    • მიმღები პირი:  Transparency International – Georgia
    • გაცემული თანხა:  48 650.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    The project goal is to advocate the creation of such security system that will ensure the formation of accountable, human rights-oriented and balanced modern security structure to carry out its activities within the internationally established control and oversight standards.    

ყველა გრანტი

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႩႭႬႩႳႰႱႤႡႨ

სხვა კონკურსები

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႮႳႡႪႨႩႠႺႨႤႡႨ

სხვა პუბლიკაციები