ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
 

 

ფოტოგამოფენა: ლეიკემიით დაავადებული ბავშვები
ავტორი: ვანდა ხუციანიძე
10-14 ივნისი
ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10

10 ივნისს "ღია გალერეა"-ში ვანდა ხუციანიძის ფოტოგამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების პორტრეტები და მათივე მხარდამჭერი საქველმოქმედო აქციის ”1=3” ფარგლებში ტარდება. ღონისძიებაზე განხორციელდა პროექტის "მე მინდა ვიყო" პრეზენტაცია,  მოხსენება გააკეთეს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული ჰემატოლოგიური ცენტრის ექიმებმაც.

საქველმოქმედო აქციის „1=3" მიზანია , რაც შეიძლება მეტი დონორი მოიზიდოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც პატარებისთვის სისხლს უანგაროდ გაიღებენ. ერთი ადამიანისგან გაღებული სისხლი 3 პატარას გადაესხმევა.


გამოფენის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო".

აქციის ორგანიზატორი: ფოტოგრაფი ვანდა ხუციანიძე.
აქციის მხარდამჭერები: მოქალაქეთა საქველმოქმედო ჯგუფი, იუმორისტი ნიკა არაბიძე, მხატვარი ზაალ სულაკაური, დიზაინერი ავთო იაკობაშვილი, ფოტოგრაფი გიორგი ბიბილური.

 

 

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31