ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები“
 

16-17 აპრილს, კახეთში ფონდმა "ღია საზოგადოება-საქართველომ" (კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები”.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა და თბილისის სხვადასხვა რაიონული პროკურატურის პროკურორებმა.

ტრენინგზე განხილული იყო ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და საერთაშორისო კონვენციები; ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, პოლიტიკა, და სისტემა; პაციენტისა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა ძირითადი უფლებები და ექიმის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციების მექანიზმები. ტრენინგს უძღვებოდნენ: საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის პროექტის დირექტორი მამუკა ჯიბუტი, ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია და საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი.

ტრენინგის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო 2011 წელს ფონდ ”ღია საზოგადოება -საქართველოს” მიერ გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში" პოპულარიზაცია და სახელმძღვანელოში განხილული საკითხების იურისტებისთვის გაცნობა. 

"ტრეინინგზე მიღებული ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში საშუალება მომეცა უკეთ გავცნობოდი ჯანდაცვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს და მის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს. სალექციო კურსმა ნათლად დამანახა ჯანდაცვის სისტემის მოწყობა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები ამ სისტემაში. ძალიან მადლიერი ვიქნებით თუ ასეთი ტრეინინგები ხშირად ჩატარდება, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელზეც იურისტებს საკმაოდ ზოგადი ცოდნა აქვთ, ხოლო ადამიანების უფლებების დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სფეროში", აღნიშნა ლაშა კალანდაძემ, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31