კონკურსი პარტნიორი უნივერსიტეტების, უცხოელი და ქართველი მკვლევარების შესარჩევად
 

ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა აცხადებს კონკურსს 2011-2012 სასწავლო წლისათვის შემდეგ პროგრამებზე:    

უნივერსიტეტებთან პარტნიორობის პროგრამა - აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა 2011-2012 სასწავლო წლისათვის შეარჩევს პარტნიორ უნივერსიტეტებს (დეპარტამენტებს).  პროგრამა შერჩეულ დეპარტამენტებს პარტნიორობის ფარგლებში სთვაზობს უცხოელი მეცნიერების და ექსპერტების მოწვევას კონსულტანტებად, დასავლეთში განათლებამიღებული სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ლექტორების წახალისებას სტიპენდიებით და სხვა რესურსებს.   პარტნიორ დეპარტამენტებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ შეარჩიონ და მოიზიდონ ის ქართველი და უცხოელი  მეცნიერები, რომლებიც აკადემიური მხარდაჭერის პროგრამაში ჩაერთვებიან (იხ. დამატებითი ინფორმაცია დანართში).  დეპარტამენტების პარტნიორობის პროგრამაზე ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 აპრილი.  დაინტერესებულმა დეპარტამენტებმა პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2011 წლის 1 მარტამდე.

საერთაშორისო მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა -  შეარჩევს უცხოელ მკვლევარებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, რათა მათ ითანამშრომლონ აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებთან, გაუწიონ კონსულტაციები, შეიმუშაონ ერთობლივი პროექტები და სხვ.  შერჩეული მკვლევარი შესრულებული სამუშაოსთვის მიიღებს სტიპენდიას.  პროგრამა ასევე დაფარავს მისი საქართველოში მგზავრობის, სასტუმროს და სხვა ხარჯებს.  პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი ფლობდეს ინგლისურ ენას.  ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 აპრილი. 

ადგილობრივი მკვლევარების სტიპენდიების პროგრამა - იწვევს ქართველ მკვლევარებს/ლექტორებს, რომელთაც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი აქვთ მინიჭებული დასავლეთ ევროპის ან სხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში და დაინტერესებულნი არიან ჩაერთონ აკადემიურ სფეროში, როგორც ლექტორები.  პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სტიპენდიას და სხვადასხვა სახის დაფინანსებას, მათ შორის, პროფესიული განვითარების საგრანტო პროგრამას, უნივერსიტეტის/დეპარტამენტის განვითარების საგრანტო პროგრამას და სხვა.  პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას.  ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 აპრილი. 

 

დეტალური ინფორმაცია პროგრამებზე შეგიძლიათ იხილოთ დანართში (ინგლისურ ენაზე).  დამატებითი ინფორმაციისა და ანკეტების მოსაპოვებლად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

 

მაგდა მაღრაძეს ან თინა ბრეგვაძეს

აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

ჭოველიძის ქ. 10, თბილისი 0108, საქართველო

ტელ.: (995 32) 91 27 84

იმეილი: afp@osgf.ge  ან  cafp@osgf.ge

http://www.soros.org/initiatives/hesp/focus/afp

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები