„დებატები და კვლევები საქართველოს კონსტიტუციაზე“
 

წლები: 2009 - 2010
ბიუჯეტი აშშ დოლარებში: 25 000.00
დაფინანსების წყარო: ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პროგრამა (
მიმართულება: კონსტიტუციის ცვლილება და არჩევნები)
პროექტის კოორდინატორი: თინათინ ბოლქვაძე

ფონდის ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის შიდა პროექტი "დებატები და კვლევები საქართველოს კონსტიტუციაზე" 2009 წლის მარტში, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების შექმნამდე დაიწყო.  პროექტის  უმთავრეს მიზანს კონსტიტუციის თემაზე სამოქალაქო საზოგადოებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა, კონსტიტუციონალისტი ექსპერტების მაქსიმალურად ჩართვის გზით არსებული პოლიტიკური მოწყობის სწორად შეფასება და მათი მონაწილეობით მოსალოდნელი კონსტიტუციური რეფორმის ხარისხის ამაღლება წარმოადგენდა.

2009 წლის ივნისში ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმის დაწყებამ, კონსტიტუციის შეცვლის საკითხის კიდევ უფრო აქტუალიზაციამ, სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების შექმნამ გარკვეულწილად შეცვალა პროექტის დიზაინი. მაგალითად, შეიცვალა დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი, მოსამზადებელი პუბლიკაციების შინაარსი და პროექტის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობა.

2010 წლის 28 იანვარს ფონდმა საზოგადოებას წარუდგინა ანალიტიკური ნაშრომი "კონსტიტუციური სისტემები და კონსტიტუციური პროცესი საქართველოში, მისი განვითარების პერსპექტივა", რომელზეც 1 წლის მანძილზე მუშაობდნენ ქართველი ექსპერტები-კონსტანტინე კანდელაკი, დავით ლოსაბერიძე, იური ტაბუცაძე, ზაზა რუხაძე, ვახტანგ ხმალაძე, და ზურაბ ჯიბღაშვილი.  

ნაშრომში განმარტებულია კონსტიტუციონალიზმის იდეის არსი და ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დახასიათებულია  სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის ის კონსტიტუციური სისტემები, რომლებიც ეფუძნება კონსტიტუციონალიზმის იდეას, აგრეთვე, განმარტებულია თვითმმართველობის თანამედროვე პრინციპები და თვითმმართველობის სისტემების განვითარების ტენდენციები. გარდა ამისა, ნაშრომში გაანალიზებულია პოსტსაბჭოურ საქართველოში მიმდინარე კონსტიტუციური პროცესი და მოქმედი კონსტიტუცია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან შესაბამისობის თვალსაზრისით; წარმოდგენილია ავტორთა ჯგუფის თვალსაზრისი კონსტიტუციის ახალი რედაქციის კონცეფციის თაობაზე და ის საფუძველი, რამაც განაპირობა პროექტის სამუშაო ჯგუფის  არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილია არა რომელიმე კონკრეტული პირის, არც საზოგადოებრივი ან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიების პოზიცია, არამედ  ის დასკვნები, რომელიც ექვსმა დამოუკიდებელმა, განსხვავებული შეხედულებების მქონე  ექსპერტმა კონსენსუსის შედეგად მიიღო. 

16 და 17 აპრილს, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს"ორგანიზებით ბაზალეთზე გაიმართა გასვლითი კონფერენცია თემაზე:  "საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები". კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის, სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური გაერთიანებების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და საზოგადოებრივი  საკონსტიტუციო კომისიის, ასევე იმ პერიოდისათვის შემუშავებული კონსტიტუციის  სხვა ახალი რედაქციის კონცეფციების და წინადადებების განხილვას.

განხილვის ძირითადი თემები იყო სახელისუფლებო ინსტიტუტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში: პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, სასამართლო ხელისულება, ასევე ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები.

მიუხედავად კონფერენციაზე გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობისა, აშკარად გამოიკვეთა პოზიციათა თანხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ხელისუფლების დაბალანსებული სისტემის ჩამოყალიბების, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებისათვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხებზე.

2010 წლის 19 ივლისს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაასრულა მუშაობა პროექტზე `საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და იგი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც პროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. საქართველოს პარლამენტის 21 ივლისის დადგენილებით შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია.

19 ივლისის კონსტიტუციის პროექტის გამოქვეყნებისთანავე ფონდის ინიციატივით და მხარდაჭერით დაიწყო ახალ პუბლიკაციაზე „კომენტარი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის კანონპროექტის თაობაზე"  მუშაობა, რომელიც მოიცავს კონსტიტუციის პროექტის ანალიზსა და შეფასებას.  ანალიტიკური ნაშრომი გაიგზავნა „კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიასთან", ექსპერტებთან და პოლიტიკურ გაერთიანებებთან, განთავსდა რამოდენიმე ვებ-გვერდზე, მათ შორის პარლამენტის „კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვების"  ვებ-გვერდზე (http://www.parliament.ge/publicdebates/articles.html), გადაეცა 15-16  აგვისტოს თბილისში ვიზიტით მყოფ  ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს.

 22 სექტემბერს, კონსტიტუციის პირველი მოსმენით განხილვამდე 2 დღით ადრე, ფონდმა კონსტიტუციის პროექტის თემას კიდევ  ერთი ღონისძიება მიუძღვნა და ჩაატარა მრგვალი მაგიდა „კონსტიტუციის რეფორმის მიმდინარეობა საქართველოში"  სადაც კონსტიტუციური პროექტის შესახებ  პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. (http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=42&info_id=1936)

მრგვალი მაგიდის მოწყობა ორ მთავარ მიზანს ემსახურებოდა: 1) სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეფასებულიყო ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციური რეფორმის პროცესი და მისი საჯაროობა; 2) შეჯამებულიყო და პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე პარლამენტს გადასცემოდა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტზე გამოთქმული ის ძირითადი  შენიშვნები და დასკვნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თუ უცხოელი სამართლის ექსპერტების, ვენეციის კომისიის დასკვნებში მოცემულ მოსაზრებებს და შეფასებებს გააერთიანებდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ გამოთქმული შენიშვნების საფუძველზე ფონდის ინიციატივით და სამართლის ექსპერტის ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადდა მორიგი ანალიტიკური ნაშრომი -  „კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების ანალიტიკური მიმოხილვა". ნაშრომში წარმოდგენილია ძირითადი კომენტარები და შენიშვნები, რომლებიც კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ გამოითქვა ქართველი და უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თუ რიგითი მოქალაქეების მხრიდან.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ დასკვნებსა და შეფასებებზე, რომლებიც კონსტიტუციის პროექტის განხილვის პროცესში წერილობითი ფორმით თუ ზეპირი კონსულტაციების მსვლელობისას ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დააფიქსირეს. გაანალიზებულია საქართველოს პარლამენტის მიერ საყოველთაო-სახალხო განხილვისა და ვენეციის კომისიასთან გამართული კონსულტაციების შემდგომ პარლამენტის პირველი და მეორე მოსმენისას  გათვალისწინებული შენიშვნები.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების
ანალიტიკური მიმოხილვა (ირაკლი კობახიძე, სამართლის ექსპერტი)

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ

  • The Project on Promoting Independence and Transparency of the Constitutional Court

    The Project on Promoting Independence and Transparency of the Constitutional Court

    • მიმღები პირი:  Institute for Development of Freedom of Information
    • გაცემული თანხა:  32,450.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    The project goal is to initiate and support the reform of the Constitutional Court, as well as to promote transparency, efficiency and independence of the Constitutional Court’s activities.

  • Advocating the Creation of Modern Security System

    Advocating the Creation of Modern Security System

    • მიმღები პირი:  Transparency International – Georgia
    • გაცემული თანხა:  48 650.00
    • ვალუტა:  USD
    • წელი:  2017

    The project goal is to advocate the creation of such security system that will ensure the formation of accountable, human rights-oriented and balanced modern security structure to carry out its activities within the internationally established control and oversight standards.    

ყველა გრანტი

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႩႭႬႩႳႰႱႤႡႨ

სხვა კონკურსები

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႮႳႡႪႨႩႠႺႨႤႡႨ

სხვა პუბლიკაციები