“ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ”
პროექტის სათაური: "ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ანგარიში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" პროექტი განახორციელა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამამ ღია საზოგადოება სამართლებრივ ინიციატივასთან თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები: პროექტი მიზნად ისახავს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის დოკუმენტირებას და ერთიანი ანგარიშის მომზადებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს ანგარიში, ისევე როგორც ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ფოტო მასალა მიეწოდოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას (მათ შორის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს). პროექტის ამოცანები: პროექტის მოკლე შინაარსი, განხორციელებული საქმიანობა და შედეგები : საქართველოში 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შემდგომ ფონდმა სტრატეგიულ მიზნად დაისახა უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხარდაჭერა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული დევნილების უფლებების დაცვასა და საომარი მოქმედებების დროს ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებაში და სტრატეგიულ სამართალწარმოებაში. 1) ღია საზოგადოება სამართლებრივი ინიციატივის ექსპერტებმა უფლებაცვითი ორგანიზაციებისთვის 2 ტრენინგი ჩაატარეს, რომლის ძირითადი მიზანი იყო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა უფლებების დარღვევის დოკუმენტირებაში, ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებთან დაკავშირებით მსხვერპლებისგან ინფორმაციისა და მტკიცებულებების მოპოვებაში. ტრენინგის დროს ასევე ყურადღება გამახვილდა მსხვერპლთა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების (ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო სისხლის სასამართლო) გამოყენების შესაძლებლობებზე. ტრენინგის საფუძველზე დაიხვეწა მსხვერპლთა გამოკითხვის მეთოდი და დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოპოვების პრაქტიკა. ქართულ-რუსული უფლებადაცვითი ორგანიზაციების ერთობლივი შეხვედრა კი ჩატარდა თურქეთში, სადაც ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცვალათ ინფორმაცია და ურთიერთდახმარების საკითხებზე შეთანხმებულიყვნენ. 2) ფონდმა ასევე ფინანსური დახმარება გაუწია 3 ორგანიზაციას, კერძოდ: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, კონსტიტუციის 42-ე მუხლსა და 21-ე საუკუნეს, რათა მათ მოემზადებინათ განაცხადები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ფონდის დაფინანსების ფარგლებში მომზადდა 208 განაცხადი (როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური) ევროპული სასამართლოსთვის, რომელიც 935 ადამიანის უფლებას ეხება. 3) გარდა სტრასბურგის სასამართლოში დაზარალებულთა ინტერესების დაცვისა, მოხდა ომის დროს ჩადენილ დანაშაულთა დოკუმენტირება და ანგარიშის "აგვისტოს ნანგრევებში" გამოცემა, რომელიც დაეფუძნა 1000-ზე მეტ კითხვარს, სადაც დევნილები აღწერენ სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. 4) ფონდის შიდა პროექტის ფარგლებში მოხდა კითხვარების დაზუსტება, მასალების ანალიტიკური და სტატისტიკური დამუშავება, შეიქმნა სპეციალური მონაცემთა ბაზა, რითაც გამოიკვეთა მსხვერპლთა ის ჯგუფები და სოფლები, რომლებიც კონფლიქტის დროს ყველაზე მეტად დაზარალდნენ, გამოვლინდა დანაშაულის ჩამდენთა კატეგორია, მათი ეროვნული და უწყებრივი კუთვნილება, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის სახე, სისტემური სახის დანაშაულები და ტენდენციები და ა.შ. არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მოპოვებული მასალა დამუშავდა სპეციალური მეთოდოლოგიით, შეჯერებისა და ფაქტების დაპირისპირების ტექნოლოგიის გამოყენებით. 5) ფონდის შიდა პროექტი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, იმითაც, რომ მის ფარგლებში შექმნილი ანგარიში "აგვისტოს ნანგრევებში" არის ქართული უფლებადაცვითი ორგანიზაციების პირველი მცდელობის შედეგი, კოორდინირებულად მომხდარიყო ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევების დოკუმენტირება. ნაშრომი ძირითადად დევნილთა ინტერვიუებსა და პირად ისტორიებზეა დაფუძნებული. ყველა სხვა მასალა, რომლის მოძიებაც შესაძლებელი იყო მათ შორის ღია რესურსებითაც, სწორედ ამ ისტორიების გადასამოწმებლად იქნა გამოყენებული. მუშაობის პროცესში მოპოვებულ იქნა ძალიან მნიშვნელოვანი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც აღწერს კონკრეტული დანაშაულის ფაქტებს, ისევე როგორც ზარალსა და მსხვერპლს.
|
PROGRAMSႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ
ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႩႭႬႩႳႰႱႤႡႨ
ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႮႳႡႪႨႩႠႺႨႤႡႨ
|