ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მიერ 2006 წელს განხორციელებული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია

2007 წლის 31 იანვარს სასტუმროში "თბილისი მარიოტი" გაიმართა ფონდის "ღია - საზოგადოება - საქართველო" პრეზენტაცია: "2006 წელს განხორციელებული საქმიანობის შეჯამება: ძირითადი მიმართულებები".

პრეზენტაციაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა დავით დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის 2006 წლის საქმიანობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება:

▪ უმუშევართა გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა;
▪ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირება;
▪ კოალიცია საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის: ათასწლეულის გამოწვევის გრანტის მონიტორინგი;
▪ ქართული საზოგადოების ღირებულებების კვლევა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ფონდის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს.

სტუმრებს შორის იყვნენ სახელისუფლებო და არასამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური მისიების, მას-მედიის წარმომადგენლები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებისათვის გაიმართა მიღება.      

 

   

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31