ვაკანსია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების კოორდინატორის თანამდებობაზე
 

თანამდებობა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების კოორდინატორი
ორგანიზაცია: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი,  12:00 საათი.

ძირითადი ფუნქციები  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების (მათ შორის, ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამის) კოორდინირება, საკურაციო სფეროს საქმიანობის დაგეგმვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად, მისი კონტროლი და მონიტორინგი; 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ფარგლებში საკურაციო სფეროში არსებული სიტუაციისა და ტენდენციების ანალიზი;
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების სფეროში მომუშავე სხვა დონორებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებულ საქმიანობაში მონაწილეობა;
  • პროექტების მომზადება და განახორციელება, უშუალო ხელმძღვანელის ზედამხედველობით; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრების ოქმების წარმოება;
  • განმცხადებლებთან კონსულტაციების წარმოება;
  • საექსპერტო კომისიის სხდომების ჩატარებაში მონაწილობა და ოქმების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • მიმართულების ფარგლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შედეგების და გრანტის მიმღებებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი;
  • სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს ფონდისა და მიმართულების მიზნებიდან.

კანდიდატი შერჩევის კრიტერიუმები:

 ·   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური პრობლემების ან ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის 5 (ან მეტი ) წლის გამოცდილება;

·   ზიანის შემცირების საკითხზე მუშაობის გამოცდილება;

·   პროექტისა და გრანტის მენეჯმენტის, მონიტორინგის, შეფასებისა და ბიუჯეტირების გამოცდილება;

·   მიმართულების სფეროში ქვეყანაში არსებული  ტენდენციების ხედვა;

·   დიპლომატიური უნარ-ჩვევები და ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც მარგინალური ჯგუფების, ასევე ოფიციალური წრეების წარმომადგენლებთან;

·   ტოლერანტული დამოკიდებულება და მოპყრობა სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ; 

·   სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების უნარი;

·   ქვეყნის შიგნით და გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა;

·   გუნდური მუშაობის უნარი;

·   სასურველია მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საჯარო პოლიტიკის (Public Policy), სამართლის ან მონათესავე სფეროებში;

·   სასურველია იურიდიული განათლება;

·   ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, მათ შორის მაღალი სტანდარტის წერითი და ზეპირი პროფესიული კომუნიკაცია;

·   დამოუკიდებლად და ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი;

·   კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) სრულყოფილი ცოდნა.

ანგარიშგება:  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების კოორდინატორი ანგარიშვალდებული იქნება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების მენეჯერთან.

ანაზღაურება:  სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება სახელფასო ისტორიის, კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.     

განაცხადი: კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ფონდის სამდივნოში ან გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართებზე hr@osgf.ge და  i.khabazi@osgf.ge (ორივეზე) ქვემოთმოყვანილი დოკუმენტები:

1. CV  (მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფიქსირებული და მობილური ტელეფონის ნომრები);

2. სააპლიკაციო წერილი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი შემდეგი:

·   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური პრობლემების ან ადამიანის უფლებათა სფეროში მუშაობის გამოცდილება;

·   ზიანის შემცირების საკითხზე მუშაობის გამოცდილება;

·   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, საჯარო პოლიტიკის  (Public Policy), სამართლის ან მონათესავე სფეროებში მიღებული განათლება და კვალიფიკაცია;

·   იურიდიულ სფეროში მიღებული განათლება.

3. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

4. პირადობის მოწმობის ასლი.


კონვერტზე/ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ: ვაკანსიის დასახელება და თქვენი სახელი და  გვარი.


გთხოვთ, წარმოადგინოთ დოკუმენტების ასლები, ვინაიდან ისინი აღარ დაუბრუნდება განმცხადებელს. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. სრულყოფილი განაცხადის წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი.

ფონდის მისამართი:  თბილისი, ჭოველიძის ქ. 10 (ყოფილი ბელინსკის ქუჩა).

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 12:00 საათი.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადები განხილული იქნება ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ რამოდენიმე ეტაპად. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ტურსსაბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: (+995 32) 25 04 63 (+995 32) 25 05 92  (+995 99) 22 24 00
ელ.ფოსტა: hr@osgf.ge; i.khabazi@osgf.ge

საკონტაქტო პირი: ირმა ხაბაზი

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები