საკრებულოებში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვის ხელშეწყობა და გამჭვირვალობის ამაღლება
 

ფონდ "ღია საზოგადეობა-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამა (ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებები)
აცხადებს საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და საინიციატივო ჯგუფებისათვის:

" საკრებულოებში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების დანერგვის ხელშეწყობა და გამჭვირვალობის ამაღლება"

საკონკურსო პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2010 წლის 9 აგვისტო, 16:00 საათი

დასაფინანსებელი პროექტის მაქსიმალური საგრანტო თანხა: 14 000 აშშ დოლარი

დასაფინანსებელი პროექტების სავარაუდო რაოდენობა: კონკურსის ფარგლებში სავარაუდოდ დაფინანსდება 6 საუკეთესო პროექტი

ზოგადი ინფორმაცია

2009 წლიდან ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტს ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში პროგრამა ახორციელებდა და მხარს უჭერდა ისეთ პროექტებს და ინიციატივებს, რომლებიც მოქალაქეთა მონაწილეობის თემაზე ჩატარებულ კვლევას, შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებების მომზადებასა და ლობირებას, მოქალაქეთა თანამონაწილეობის საუკეთესო და ეფექტური საშუალებების გამონახვას, ახალარჩეული საკრებულოების წევრთათვის ამ სფეროში დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადებას.

მიუხედავად ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" თუ ამ სფეროში სხვა დონორთა მიერ გაღებული ძალისხმევისა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაბალია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების მონაწილეობა და ჩართულობის  მექანიზმების ცოდნა.

ამ ეტაპზე, ფონდისათვის მნიშვნელოვანია, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახალარჩეულ საკრებულოებში მოხდეს თვითმმართველობების საჯაროობაზე და მის საქმიანობაში მონაწილეობის თემაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2009 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების/დამატებების, ასევე სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მონაწილეობის მექანიზმების და პროცედურების რეალურად ამოქმედება და დანერგვა, კრეატიული იდეების და მიდგომების საშუალებით შესაბამისი პრაქტიკისა და ცოდნის გაუმჯობესება.

კონკურსის მიზანი:

თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ქმედითი ფორმების დანერგვა; ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის ანგარიშვალდებულებასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება.

ფონდი დააფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელთა მოზანია:

  •  მოქალაქეთა მონაწილეობის სამართლებრივად უზრუნველყოფილი ფორმების დანერგვა: მაგ. მოქალაქეთა პეტიცია, საზოგადოებრივი კომიტეტების შექმნა, საზოგადოებრივი განხილვების ჩატარების ორგანიზება, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა. შესაბამისი სამართლებრივი აქტების იმ მუხლების სრულად და ეფექტურად ამოქმედება, რომლებიც ხელს უწყობენ საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობას და საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალობას, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტის საკითხებში.
  • ადგილობრივ დონეზე საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობის ხელშეწყობა; მოსახლეობის საჭიროებების პრიორიტეტიზაციაში, ბიუჯეტის დაგეგმვაში და შესრულებაში სამოქალაქო სექტორის ჩართვის უზრუნველყოფა;
  • ადგილობრივი ხელისუფლების მოტივაციის ამაღლება სამოქალაქო საზოგადოებასთან დაამყაროს თანამშრომლობაზე, გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული ურთიერთობები; ასევე, ადგილობრივ საკითხებში მოსახლეობის ინფორმირების ხარისხისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში სამოქალაქო კულტურის განვითარებაზე.

კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილმა პროექტმა უნდა მოიცვას:

  • ინფორმაცია იმ მუნიციპალიტეტის და იმ საკრებულოს შესახებ, რომელშიც პროექტის განხორციელება იგეგმება (მუნიციპალიტეტის შესახებ ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია: მოსახლეობა, ტერიტორია, ადგილობრივი თავისებურებები; ბიუჯეტი; ინფორმაცია საკრებულოს ახალი შემადგენლობისა და გამგეობის სტრუქტურის შესახებ);
  • პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გეგმა.
  • ზოგადი ინფორმაცია პროექტის განმახორციელებლების (ორგანიზაციის თუ საინიციატივო ჯგუფის) და განხორციელებული პროექტების შესახებ;

• ძირითადი მონაწილეების: პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და მოწვეული ექსპერტების ავტობიოგრაფიები;

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა

განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს სამ ეგზემპლიარად. პროექტი შედგენილი უნდა იყოს ფონდის გრანტის მოსაპოვებელი განაცხადის ფორმის მიხედვით (ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე: http://osgf.ge/?l=1&i=28)

განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენა შეიძლება "ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში" 28 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ დღე, 16:00 საათამდე.
9 აგვისტოს 16:00 საათის შემდეგ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განხილვას არ დაექვემდებარება.
მისამართი: ჭოველიძის ქ. (ყოფილი ბელინსკის) #10. ტელ: 25-04-63, 25-05-92;

პროექტის ბიუჯეტი და ხანგრძლივობა:
პროექტის დაწყების სავარაუდო/რეკომენდირებული თარიღია 2010 წლის 1 ოქტომბერი და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.

კონსულტაციები კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება: 1, 8 და 15 ივლისს, 15:00 საათზე ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში მისამართზე: ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10, ან ტელეფონით ნებისმიერ სამუშაო დღეს 250592

საკონტაქტო პირები:
ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულების კოორდინატორი თინიკო ბოლქვაძე.
ელ. ფოსტა tiniko@osgf.ge
ან
საბიუჯეტო გამჭვირვალობის მიმართულების კოორდინატორი ირინა ლაშხი.
ელ. ფოსტა: irina@osgf.ge

შენიშვნა: წარმოდგენილი განაცხადი გაივლის შერჩევის რამდენიმე ეტაპს. პირველ ეტაპზე, გადაწყვეტილებას პროექტის დამტკიცების შესახებ იღებს პროგრამის ექსპერტთა კომისია, შემდეგ კი- აღმასრულებელი საბჭო. მიღებული გადაწყვეტილება ცვლილებას არ დაექვემდებარება.

კონკურსის შედეგები გამარჯვებულებს ეცნობებათ წერილობითი ფორმით და გამოქვეყნდება ფონდის ვებ გვერდზე კონკურსის შედეგების სექციაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია კონკურსის შედეგების თაობაზე ტელეფონის საშუალებით  არ გაიცემა.

COMPETITIONS

ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ ႣႠ ႠႬႭႬႱႤႡႨ

სხვა ახალი ამბები და ანონსები