კომპაქტურად დასახლებლ დევნილთა ბიზნეს-გეგმები ფინანსდება

ფონდის "ღია საზგადოება - საქართველო" ეკონომიკური განვითარების პროგრამისა და სააქციო საზოგადოების "პალადი ინვესტი" ერთობლივი პროექტი "კომპაქტურად დასახლებული დევნილების გადამზადება და თვითდასაქმების ხელშეწყობა" ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის ფარგლებში "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის გავლისას მიღებული ცოდნის გამოყენებთ, საკუთარ ბიზნეს იდეაზე დაყრდნობითა და კვალიფიუციური კონსულტანტების დახმარებით შექმნილი ბიზნეს-გეგმები პროექტის მონაწილეებმა - კომპაქტურად დასახლებულმა დევნილებმა - განსახილველად და საბოლოო დასკვნებისათვის პროექტის პარტნიორ "საქართველოს ბანკსა" და "პალადი ინვესტს" გადასცეს.
განხილვის შემდეგ, ხუთიდან სამი ბიზნეს-გეგმის დაფინანსება გადაწყდა. გამარჯვებულებს  დაფინანსების დამადასტურებელი სიმბოლური ჩეკები გადაეცათ.
ფონდში გამართულ ღონისძიებას პროექტის მონაწილე მხარეები - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო, სააქციო საზოგადოება "პალადი ინვესტი", "საქართველოს ბანკი", კომპაქტურად დასახლებული დევნილები და მას მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31