ფონდმა ”ღია საზოგადოება-საქართველომ” კულტურისა და ხელოვნების ეროვნული პროგრამა დაიწყო
 

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" იწყებს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული პროგრამის განხორციელებას.  პროგრამა მხარს დაუჭერს ინოვაციურ, აქტუალურ და ანალიტიკურ პროექტებს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შემოქმედთა ახალი  თაობის, ახალი იდეების და  ხელოვნების ახალი სახეობების მხარდაჭერას.  ამ პროგრამის განხორციელების პროცესში ფონდი ითანამშრომლებს კერძო პირებთან, ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სექტორთან. 

ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული პროგრამის  ძირითადი მიზანია ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა, რაც წვლილს შეიტანს საქართველოში ღია საზოგადოების მშენებლობასა და შენარჩუნებაში.

პროგრამის პრიორიტეტებია:

  1. ეროვნული კულტურის პოლიტიკის განვითარების მხარდაჭერა-ეროვნული კულტურის პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების ხელშეწყობა, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება ხელოვნების და ხელოვანთა თვითმყოფადობის, პლურალიზმის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების უზრუნველყოფა;
  2. კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციული ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა- ტრადიციული ხელოვნების და კულტურული მემკვიდრეობის დღევანდელობასთან ადაპტირება თანამედროვე შემოქმედებისა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით;
  3. ხელოვნების და კულტურის საშუალებით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება-ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურულ ღონისძიებებში მოქალაქეების მონაწილეობისათვის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ეს სამი პრიორიტეტი ურთიერთდაკავშირებულია და მათი კომპლექსური ამოქმედება უფრო ეფექტურ შედეგს გამოიღებს.

პროგრამის სტრატეგია დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31