შიდა პროექტი: საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლება
 

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულება

კოორდინატორი: ანი ახალკაცი

პროექტის ხანგრძლივობა: 2009 ივნისი -2010 მაისი.

მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ:

საქართველოს სამოქალაქო სექტორის წინაშე, სხვა პრობლემებთან ერთად, კვალიფიციური ადამიანური რესურსების სიმწირე დგას. მართალია, არსებობს ტრენინგ-კურსები, რომლებიც კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების ამაღლებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციისათვის, განსაკუთრებით რეგიონებში, ეს კურსები ძნელადაა ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ასევე არასაკმარისად მიუწვდებათ ხელი ლიტერატურაზე, მათი პროფესიული განვითარებისა და, ზოგადად, სამოქალაქო განათლების დონის ასამაღლებლად.

მოცემული შიდა პროექტის ფარგლებში, ფონდი ცდილობს სამოქალაქო სექტორში ადამიანური რესურსების განვითარებას შეუწყოს ხელი და სამოქალაქო სექტორის განვითარების რესურს-ცენტრად იქცეს. ამ მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ მოაწყო ბიბლიოთეკა და ტრენინგ ცენტრი ფონდის ოფისში, იკვლევს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ტრენინგ საჭიროებებს და აფინანსებს ტრენინგებს ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლებისათვის.

2009 წლის ივნისში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ გამოაცხადა კონკურსი ტრენინგის მსურველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. განცხადება განთავსდა ფონდის ვებ-გვერდზე და www.jobs.ge - ზე. მოცემული ინიციატივის სამიზნე ჯგუფებად მოიაზრებოდნენ როგორც დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე განვითარებული ორგანიზაციების ნაკლებგამოცდილი წევრები, რომლებსაც ჰქონდათ კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების სურვილი, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ შესაბამის ტრენინგებზე. კონკურსის შედეგად ფონდში შემოვიდა 130 განაცხადი.

2009 წლის ივლისში გაანალიზა ტრენინგებზე არსებული მოთხოვნა შემოსული აპლიკაციების საფუძველზე; მოახდინა კანდიდატების პირველადი შერჩევა აპლიკაციების საფუძველზე; ორგანიზება გაუკეთა და ჩაატარა გასაუბრებები შერჩეულ კანდიდატებთან და მოამზადა კანდიდატების სია.

მიღებული მასალის საფუძველზე, შეირჩა ტრენინგის გავლის 70 მსურველი. 2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამამ გამოაცხადა დახურული საგრანტო კონკურსი - "ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად".

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტის ცენტრი
  • კივიტას გეორგიკა
  • კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი
  • პარტნიორები - საქართველო
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

კონკურსში გაიმარჯვა "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა" და "პარტნირები საქართველოს" ერთობლივმა პროექტმა - "საზოგადოებრივი  ორგანიზაციების შესაძლებლობათა განვითარების პროექტი".  პროექტის განხორციელება 2010 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 13 ტრენინგის ჩატარება. ამ ეტაპისათვის ჩატარებული ოთხი ტრენინგი. თითო ტრენინგს საშუალოდ 12-18 ადამიანი ესწრება. ტრენინგების თემები განსხვავდა და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ფონდების მოძიება, არასამთავრობო ორგანიზაციების მართვა, პროექტების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობა და სამოქალაქო ინტერესების დაცვა.

ყოველი ტრენინგის ბოლოს მონაწილეები ანონიმურად ავსებენ ტრენინგის შეფასების კითხვარს. სამოქალაქო საზოგადოების პროგრამა ეცნობა აღნიშნულ კითხვარებს და ადეკვატურ რეაგირებას ახდენს მონაწილეთა კომენტარებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ფონდის ოფისში მოეწყო სატრენინგო სივრცე და ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკა მოიცავს ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა თემატიკის წიგნს და დაინტერესებულ მკითხველს საშუალებას აძლევს  გაეცნოს უახლეს ლიტერატურას სოციო-პოლიტიკურ, იურიდიულ და ჯანდაცვის თემებზე.

 

 

ႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ

Talk show: Civil Society in Georgia, Program “European Choice”, Public Broadcast.