შიდა პროექტი: არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივა
სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულება, აღმოსავლეთ-აღმოსავლეთი: პარტნიორობა საზღვრებს გარეშე (ქსელური პროგრამა) კოორდინატორი: ანი ახალკაცი პროექტის ხანგრძლივობა: 2009 დეკემბერი - 2010 ივნისი. მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ: 2009 წლის მეორე ნახევრის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის საკითხებზე. ამ მცდელობამ საფუძველი დაუდო „არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის ინიციატივის" პროექტს, რომელიც საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. პროექტის ძირითადი მიზნებია:
მოცემული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამამ 2010 წლის 10-16 იანვარს ორგანიზება გაუკეთა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების (13 მონაწილე) ვიზიტს ჩეხეთსა და სლოვაკეთში. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა (ჩეხეთი-Association for Internatiional Affairs, სლოვაკეთი- Partners for Democratic Change) კოლეგებს პრეზენტაციები ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ქართულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოინახულეს და გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებისათვის ხელსაყრელ კანონმდებლობას; თანხების მოძიების ინოვაციური მიდგომებს; დამატებითი შემოსავლის მოპოვებისკენ მიმართულ საქმიანობას; განიხილეს სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების ურთიერთობის საკითხები. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები- სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, კივიტას გეორგიკა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, CTC - კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრი, პარტნიორები საქართველო, გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში, ასოციაცია თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის, ფსიქომეტრული და საკონსულტაციო ასოციაცია და საქართველოს ბავშვები. მოცემული შიდა პროექტის ფარგლებში, 2010 წლის 19 აპრილს გაიმართა კონფერენცია, რომელზეც მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ ბულგარელი ექსპერტები ლუბენ პანოვი (Center for Not-for-Profit) და რალიცა პოპოვა (Knowledge Association Lovech). ბულგარელმა ექსპერტებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის 45-ზე მეტ წარმომადგენელს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობაზე და მათ ეკონომიკურ საქმიანობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური მეწარმეობის თემას (სოციალურ ეფექტს და სარგებელს) და წარმატებულ მაგალითების განხილვას როგორც ბულგარეთში, ისე ევროკავშირში. შიდა პროექტის ფარგლებში იგეგმება კონფერენციის მეორე ეტაპი. კონფერენციის ძირითადი თემები იქნება: თანხების მოძიების ინოვაციური მექანიზმები, საშემოსავლო გადასახადიდან პრონცეტის ალოკაცია სამოქალაქო საზოგადოებსათვის და მოხალისეების მართვა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებები და სხვა საინტერესო მასალა ითარგმნება ქართულად და გამოიცემა პუბლიკაცია, რომელიც შემდგომ უფასოდ დარიგდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში საქართველოს მასშტაბით.
|
PROGRAMSႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႢႠႺႤႫႳႪႨ ႢႰႠႬႲႤႡႨ |