ჯანმრთელობის დაცვის სამართალი, როგორც ცალკე დისციპლინა, მხოლოდ ეხლა ყალიბდება საქართველოში

ჯანმრთელობის დაცვის სამართალი მსოფლიოში აღიარებულ დისციპლინას წარმოადგენს, თუმცა ის საქართველოში მხოლოდ ეხლა ყალიბდება.
ჯანმრთელობის დაცვის სამართალი აერთიანებს პაციენტის და ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტის უფლებებს და ვალდებულებებს, მარგინალური ჯგუფების უფლებებს და თავისუფლებებს, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობას, სასამართლო საქმისწარმოებას, ზიანის ანაზღაურების პრინციპებს და სხვა.
ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" პროექტის - "კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის"  ფარგლებში ქართველმა და ამერიკელმა ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს "ჯანდაცვის სამართლის" სახელმძღვანელოზე, რომელიც დაეხმარება იურისტებს მუშაობის პროცესში, შესაძლებლობას მისცემს მათ იხილონ სრული კანონმდებლობა მოქმედი ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში.
პირველი შეხვედრა, ჯუდი ოვერალის /აშშ/ ხელმძღვანელობით, გაიმართა ა.წ 13 ივლისს ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ოფისში. სახელმძრვანელოზე იმუშავებენ: ნინო კიკნაძე (ფონდის" ღია საზოგადოება - საქართველო" პროექტის „კანონი, მედია და ჯანმრთელობა"  ხელმძღვანელი), ზაზა მეიშვილი (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე), ალექსანდრე იმედაშვილი (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორი), კახა ასლანიშვილი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი), მამუკა ჯიბუტი (სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეკანი), ნინო მირზიკაშვილი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი), მაკა კვაჭაძე (პროექტი „დახმარება საქართველოს სახალხო დამცველს" მთავარი ექსპერტი).

ႫႠႨႱႨ 2024

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31