პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში და ღირსების ორდენი ნინო კიკნაძეს ბავშვთა ჰოსპისის აშენებისთვის
 

2018 წლის 7 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საზოგადოებას სარეზერვო ფონდის ანგარიში წარუდგინა.

ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა: ნინო კიკნაძე, - ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა" დამფუძნებელი და ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, ნინო ქადაგიძე - ჟვანია, - ორგანიზაციის "პირველი ნაბიჯი" დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე, - ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის "პორტიჯი" დამფუძნებელი; რუსუდან ასათიანი, - საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი; თამარ (იზა) ბექაური, - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი; გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხს განიხილავენ, დაუტოვონ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ეურთიერთოს საზოგადოებას ფონდის საშუალებით.

ღია საზოგადოების ფონდის ინიციატივით დაწყებული ბავშვთა ჰოსპისის აშენებისთვის პირველი შენატანი სწორედ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა გამოყო 200 ათასი ლარის ოდენობით.

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები