საპრეზიდენტო არჩევნები 2018 და მედიაცენტრი
 

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში  საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი წესით ბოლოჯერ მისცა ხმა საკუთარ რჩეულს საპრეზიდენტო არჩევნებში. არჩევნების პირველი ტურის შედეგებით ცხადი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურით გაგრძელდებოდა და მოქალაქეებს მეორედაც მოუწევდათ საკუთარი რჩეულის მხარდაჭერა. 

არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს, მეორე კი 28 ნოემბერს გაიმართა.  

ტრადიციულად, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით არჩევნების ორივე ტურში აქტიურად მუშაობდა საარჩევნო მედიაცენტრი, რომლის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას უწყვეტ რეჟიმში აწვდიდნენ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესზე დაკვირვების შედეგებს- საარჩევნო ოლქებში არსებულ ვითარებას, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესს.

მედიაცენტრში პირველი და მეორე ტურის დღეებში ბრიფინგები ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: სამართლიანი არჩევნებმა (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ,  საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ,  საერთო-სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანმა საქართველომ, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა.

მედიაცენტრის მომხსენებლები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც ბოლო წლების მანძილზე ფონდის დაფინანსებით განუხორციელებიათ არჩევნების პროცესის მონიტორინგი.  

მედიაცენტრის ბრიფინგები  ონლაინ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

მედიაცენტრი ფეისბუქზე.

 

 

 


კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

სხვა ახალი ამბები