2008 წელს ომგამოვლილი ადამიანების ისტორიების ვებ პორტალი შეიქმნა
8 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, გამყოფი ხაზიდან ასიოდე მეტრში, 10 წლის წინანდელ ომს ვიხსენებთ! სტუმრებს ერთდროულად ორი დამოუკიდებელი პროექტის პრეზენტაცია ელოდებათ, რომელთაც ერთი სათქმელი აერთიანებთ, ესენია: "მცოცავი საზღვრები" და 080808. 8 აგვისტოს 6 საათზე, ერგნეთში, ლია ჩლაჩიძის სახლში, სადაც მისი ინიციატივით აგვისტოს ომის მუზეუმი დაფუძნდა, მემორიალური აქცია გაიმართება და სტუმრები, მეხსიერების პორტალიდან ომგამოვლილი ადამიანების ისტორიებს წაიკითხავენ. www.08.08.08.ge ბოლო ომის განსხვავებული პერსპექტივით, ადამიანის ბიოგრაფიიდან დანახვას ცდილობს. პროექტი შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით და განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. |
ႱႠႨႬႴႭႰႫႠႺႨႭ ႰႤႱႳႰႱႤႡႨ
ႮႰႭႢႰႠႫႤႡႨႸႤႱႠႡႠႫႨႱႨ ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
|