სალომე კაჭარავა
სალომე კაჭარავა “ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოში” 2016 წლის მარტში შემოუერთდა. იგი ევროინტეგრაციის მიმართულების შიდა პროექტებზე მუშაობს.

სალომეს დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. ასევე გაიარა სამაგისტრო კურსი “საერთაშორისო თანამშრომლობა და განვითარება” იტალიის უნივერსიტეტში - “Università Cattolica del Sacro Cuore (UCSC)”.